სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა
07-09-2017
-
+


დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა. 

ფიცის მიღების შემდეგ, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84 და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 მსმენელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცეს. 

მათ ახალგაზრდებს წარმატებები, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს და რთულ, გამოწვევებით სავსე ეპოქაში ყურადღება განათლებული ოფიცრის როლზე გაამახვილეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. პირად შემადგენლობას სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემაც მიმართეს. 

კურსდამთავრებულები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დალოცა. დღესვე მათ დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. დღეიდან აკადემიის კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. კურსის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის სტუდენტებმა შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიიღეს, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულები პროგრამის გავლით, ოფიცრის საწყის სამხედრო განათლებას დაეუფლნენ. კურსდამთავრებული ლეიტენენტები მომავალში სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, ოფიცრის ძირითად კურსებს გაივლიან. მოგვიანებით კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობებზე გადანაწილდებიან. 

უმცროსი ოფიცრები შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კარიერის გაგრძელების მიზნით, ოფიცრის სხვადასხვა საკარიერო კურსს ეტაპობრივად გაივლიან. ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები კიდევ 6 საგანში ცნობილია

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება