სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ამირან გამყრელიძის დამატებითი განმარტება გამოცდებზე დაწესებულ შეზღუდვებზე - „მოგეხსენებათ, სამარადჟამო არაფერია“
11-06-2020
-
+


„ეროვნული გამოცდების პერიოდში კონდიცირების გათიშვის, ასევე პირბადის გამოყენების რეკომენდაციები დღეისთვის არსებულ მტკიცებულებებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით კვლევებიც მიმდინარეობს, თუმცა, დღეს რეკომენდაცია ასეთია.

„რეგულაცია და გაცემული რეკომენდაცია, რომ გამოცდების პერიოდში გათიშული იყოს იმ ტიპის ვენტილაცია, ანუ კონდიცირება, რაც დღეს უმრავლეს შენობებშია და მათ შორის იქ, სადაც გამოცდები ტარდება, ეყრდნობა მტკიცებულებებს, რაც დღეისთვის არსებობს. ის, რომ პირბადით უნდა იყოს, ესეც ეყრდნობა დღევანდელ მტკიცებულებებს, განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გაცემულ და მრავალი ქვეყნის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. დღეს ეს არის, მაგრამ მოგეხსენებათ, სამარადჟამო არაფერია. ველოდებით, ვენტილაცია-კონდიცირებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევაა, კვლევები მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპაში, ის ასოციაციები აკეთებენ, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ საინჟინრო პროფესიებთან და კიდევ ერთხელ ვნახავთ, მაგრამ დღეს ძალაშია რეკომენდაციები, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება