სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის დაიწყება მასწავლებელთა გამოცდები? - ვადების 3 ვარიანტი
14-06-2020
-
+


„მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

პრესკონფერენციაზე ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების თარიღები დასახელდა. ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. სამაგისტრო გამოცდები კი 1 აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს, როგორც ყოველ წელს, სავარაუდოდ, ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე დაიწყება. ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს 25 ივლისის შემდგომი პერიოდი, ხოლო მეორე ვარიანტია 4 აგვისტოს შემდეგ ჩატარება, როცა სამაგისტრო გამოცდებიც დასრულდება. თუმცა, გამორიცხული არც ის არის, მასწავლებელთა და სამაგისტრო გამოცდები ერთდროულად ჩატარდეს. 

ყოველ შემთხვევაში, პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს ტესტირების ჩაბარება ამ ზაფხულს მოუწევთ, როგორც მასწავლებლის სახლის წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, პედაგოგთა გამოცდების შემოდგომაზე გადატანა არ იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებლად დასაცავი წესები და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. იგივე წესების დაცვა, უსაფრთხოების მიზნით, მასწავლებლებსაც მოუწევთ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, საგამოცდო ცენტრის თითოეულ სექტორში 10 აპლიკანტზე მეტი არ დაიშვება. საგამოცდო სექტორში თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭირვალე დამცავი ფარით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება კი 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. გამოცდაზე კონდიციონერის ჩართვა აკრძალული იქნება, პირბადის ტარება კი სავალდებულო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება