სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო რეპეტიტორების საქმიანობის შეფასებას საქსტატი იწყებს - რა ელის ცნობილ „ჩრდილოვან ინსტიტუტს“?
08-06-2020
-
+


2020 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი იწყებს დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევას განათლების სექტორში, კონკრეტულად კი, კერძო რეპეტიტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების მიმართულებით - ამის შესახებ საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული როგორ აპირებს საქსტატი კერო რეპეტიტორების შემოწმებას, რა მეთოდით მოხდება მათი შეფასება ან რას მიექცევა ყურადღება, იქნება ეს მხოლოდ რეპეტიტორის შემოსავალი თუ მისი კვალიფიკაციაც.

ამასთან რთული იქნება იმის თქმა, რა მაჩვენებლებს მივიღებთ და იმოქმედებს თუ არა და როგორ, ეს ცვლილება ე.წ. „ჩრდილოვანი განათლების“ მიმართულებაზე. აღნიშნული მიმართულებით ცვლილებები სავარაუდოდ იმ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს.

დღეისთვის კი ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტი საკმაოდ გავრცელებული და დამკვიდრებულია. თუმცა, მათზე არავითარი რეგულაცია არ ვრცელდება. არ არსებობს სტატისტიკა, არ რეგულირდება ფასები. კერძო რეპეტიტორებს მიერ შესრულებულ სამუშაოებს დღესდღეობით არავინ ამოწმებს და აფასებს.

განათლების სამინისტრო და სახელმწიფო ინსტიტუტები წლების განმავლობაში კერძო რეპეტიტორების არსებობის იგნორირებას ახდენდნენ. თუმცა გასულ წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში რეპეტიტორების ინსტიტუტის გავლენა უნდა შემცირდეს.

„რეპეტიტორობა იმით არის გამოწვეული, რომ სახელმწიფო ისეთ მოთხოვნას უყენებს მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლები ვერ აძლევენ მათ. ამ მოთხოვნების მოხსნა კი რეპეტიტორების საჭიროებას ამცირებს“, - აცხადებდა ბატიაშვილი.

მისივე თქმით, საატესტატო გამოცდების გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რეპეტიტორების ინსტიტუტის გავლენის შემცირება იყო: „ქვეყანაში რეპეტიტორების რაოდენობა გაზრდილია და ამ გამოცდების მოხსნა მათ რაოდენობას შეამცირებს, მაგრამ ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე არ მიუთითებს, რადგან გამოცდები განათლების ხარისხზე არსებით გავლენას არ ახდენდა“. 

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები, მათ შორის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, ხაზს უსვამდა იმ ფინანსურ ხარჯსაც, რომელის გაღებაც მშობლებს მოსწავლეების მოსამზადებლად უწევდათ.

„ბავშვების 80%-ზე მეტი, რომელთა ოჯახის შემოსავალი 1 000 ლარზე მეტია, ემზადება კერძო რეპეტიტორთან, ხოლო ვისი შემოსავალიც 400 ლარი და ნაკლებია, მათი მხოლოდ 30% ემზადება.ზოგადად მშობლების დანახარჯები ძალიან დიდია“, - აღნიშნავდა სოფიო გორგოძე. 

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის დასაწყისში კერძო რეპეტიტორების ინსტიტუტის გავლენის შემცირებაზე აქტიურად დაიწყო განათლების სამინისტრომ საუბარი და საატესტატო გამოცდებიც გაუქმდა, ვერ ვიტყვით, რომ განათლების სისტემაში კერძო რეპეტიტორების გავლენამ იკლო. ვინაიდან, სულ რომ თავი დავანებოთ დაწყებით და საშუალო კლასებში რეპეტიტორთან მომზადების მაჩვენებელზე ფიქრს, ფაქტია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად აბიტურიენტთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს კვლავ კერძო რეპეტიტორების იმედად რჩება.

იხილეთ ასევე: „​რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა შედეგს არ გვაძლევს“ - რა ბედი ელის „ცნობილ ინსტიტუტს“ დაანონსებული ცვლილებების შემდეგ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება