სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის სემინარზე რეგისტრაციას აცხადებს
06-09-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი VII-XII კლასის ინგლისური ენის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის სემინარზე რეგისტრაციას აცხადებს.

სემინარზე მასწავლებლები გაეცნობიან ბრიტანეთის საბჭოს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დამხმარე სახელმძღვანელოებში თავმოყრილი სასწავლო რესურსების საკუთარ პრაქტიკაში გამოყენების გზებს. ასევე, პრაქტიკულად გამოცდიან, როგორ შეიძლება კონკრეტული შერჩეული ონლაინ-რესურსი გამოიყენონ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.

დამხმარე სახელმძღვანელოები ბრიტანეთის საბჭოს სპეციალისტების მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ინგლისური ენის VII-IX და X-XII კლასის მასწავლებლებისთვის შეიქმნა.

ინგლისური ენის მასწავლებელთა ორივე დამხმარე სახელმძღვანელო ბრიტანეთის საბჭოს მასალებს ეყრდნობა და შექმნილია უცხოური ენის სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

სახელმძღვანელოები მომზადდა შემდეგ მასალებზე დაყრდნობით:

მასალა 1

მასალა 2
 
სემინარი ჩატარდება 2017 წლის 15 სექტემბერს, 15:00 საათზე. 

სემინარის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.

მისამართი: ქ. თბილისი, გმირ კურსანტთა N1.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ  სარეგისტრაციო ფორმა (სემინარს დაესწრება პირველი 30 დარეგისტრირებული მასწავლებელი).

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები კიდევ 6 საგანში ცნობილია

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება