სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მორიელს პრობლემები ექნება, ტყუპებს 12 ივნისიდან დიდებული კვირა ეწყება - სასწორთან ერთად, ვინ გაიუმჯობესებს მატერიალურ მხარეს?
08-06-2020
-
+


ეს კვირა 12 ივნისამდე უფრო რთული იქნება, მეორე ნაწილი კი პოზიტიური ტენდენცია იქნება. ამიტომ, საქმეები კვირის ბოლოსკენ გადაიტანე, მანამდე კი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ. 

10 ივნისი სიურპრიზების დღეა - იყავით მზად მოულოდნელობებისთვის, ზოგისთვის სასიამოვნო, ზოგისთვის კი არც ისე კარგი სიურპრიზები იქნება. 

ხუთშაბათს ნუ გადაიტვირთებით, ბევრ საქმეს ნუ მოეკიდებით. 12 ივნისიც გმართებთ ყურადღებას. 

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: თქვენთვის ეს კვირა ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა 12 ივნისის შემდეგ უფრო მეტად. პოზიტიური შესაძლებლობები გაქვთ. ძალიან ბევრი კარგი წინადადება შეიძლება მიიღოთ და არ უნდა დაიბნეთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ არჩევანის გაკეთებისას. 

კურო: კვირის პირველ ნახევარში ნუ გადაიტვირთებით, არავითარი შეხვედრები და მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ. კვირის მეორე ნახევარი უკეთესი გექნებათ. მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის უფროსებთან და სპონსორებთან ურთიერთობებისთვის, რაც კარგ ნიადაგს ივლისისთვის გამოიღებს. მაგრამ ამ კვირაში გრანდიოზულ პროექტებში ნუ ჩაერთვებით და კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. თქვენთვის კომპეტენტური პირების რჩევებს მოუსმინეთ. 

ტყუპები: 29 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით დაბადებულებისთვის კვირის პირველი ნახევარი სიფრთხილით გაიარეთ, ცოტა დაძაბული და გაღიზიანებული იქნებით. ამიტომ შეიძლება პარტნიორულ  ურთიერთობებში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. ზოგადად, ეს კვირა ძალიან კარგია, თქვენი დროა! შარმიანი ხართ, იდეების რეალიზების, კონტაქტების მოძიების, რომანტიული კავშირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. 12-დან კი დიდებული ორი კვირა გეწყებათ. 

კირჩხიბი: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ. სარისკო ქმედებებს ერიდეთ. თქვენთვის ახლობელი ადამიანების რჩევებს ენდეთ. ძველი საქმეები დაასრულეთ და ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. 12 ივნისიდან კი ენერგეტიკა და შარმი გემატებათ, განწყობაც გიუმჯობესდებათ. 

ლომი: შარმიანი, აქტიური და ენერგიული ხართ. ყველანაირად პოზიტიური შესაძლებლობა გაქვთ. თუმცა შეიძლება კარგი შანსები გაუშვათ, ამიტომ კარგად გააკეთეთ ფილტრაცია, ბევრ საქმეს ნუ წამოიწყებთ და მხოლოდ პრიორიტეტულზე შეჩერდით. 

ქალწული: შრომისუნარიანი და მომთმენი ხართ. რთული საქმეებიც შეგიძლიათ გააკეთოთ, ყველა დეტალს შენიშნავთ და გამოასწორებთ. მატერიალური გაუმჯობესებისთვის კარგი დროა. ინდივიდუალური და კოლეგიალური საქმიანობა, ერთნაირად წარმატებული იქნება. ერთადერთი სისუსტე  ტონუსი დაბალია და ჯანმრთელობა არამდგრადი. 

სასწორი: ეფექტური და დიპლომატიური ხართ. წარმატების მრავალმხრივი შესაძლებლობა გაქვთ, იპოვით ადამიანებს, რომელთა რჩევა და თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება. შემოქმედებითი და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაქვთ, საუკეთესო პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის. 

მორიელი: ყურადღება გმართებთ. კვირის პირველი ნახევარში შეცდომა არ დაუშვათ, გექნებათ პრობლემები სახლშიც და სამსახურშიც. თუ მშვიდად გაივლით ამ დღეებს, მეორე ნახევრიდან სულ სხვანაირი მორიელი იქნებით. ფრთა გაშლილი უნდა იყოთ, წარმატება თქვენს მხარეს იქნება. 

მშვილდოსანი: პარტნიორული ურთიერთობა სიფრთხილე გმართებთ, მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ, რომ სიტუაცია არ დაიძაბოს. 12 ივნისიდან კი იღბალი თქვენს მხარეს იქნება, წარმატების შანსიც მაღალი გექნებათ. 

თხის რქა: ცოტა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ამ კვირაში. ძველ ურთიერთობებს უნდა გადახედოთ, რომელიც აქამდე არაფრის მომცემი გეგონათ. სწორედ ეს კონტაქტები მოგცემთ ბიძგს, რომელიც იქნება წარმატებული წლის მეორე ნახევარში.

მერწყული: აქტიური, ენერგიული ხართ. ყველაფერი გამოგდით. სპონსორების მოძიებაც შეგიძლიათ, იდეების დაპროექტებაც გამოგივათ. 

თევზები: ყურადღებით იყავით დაპირებების მიმართ, ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რაც ვერ შეასრულებთ. ეს დაძაბულობის ფაქტორი გახდება ახლობლებთან ურთიერთობაში. ინდივიდუალური საქმიანობისთვის კარგი პერიოდია.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა

პირველკლასელთა ასაკის ცვლილების საკითხს პარლამენტი განიხილავს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება