სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასწავლო პროცესი ნამდვილად უნდა განახლდეს, სკოლებში არ უნდა იარონ დაავადებულებმა ბავშვებმა ან პედაგოგებმა“ - ხათუნა ზახაშვილი
08-06-2020
-
+


სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვები უნდა ესწრებოდეს, განსაკუთრებით რესპირაციული დაავადებების თვალსაზრისით. სკოლებში, ბაღებში და სასწავლებლებში არ უნდა იარონ დაავადებულებმა ბავშვებმა ან პედაგოგებმა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა Facebook Live-ში კითხვებზე პასუხისას განაცხადა. 

ზახაშვილმა ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომლებიც სკოლებმა სექტემბრიდან უნდა დაიცვან. 

„სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, ქვეყანა განათლების გარეშე ნამდვილად ვერ დარჩება. გარკვეული რეგულაციები სასწავლო პროცესებსაც შეეხება, რაც ჯერჯერობით მოწოდებული საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, ეფუძნება ზოგად რეკომენდაციებს, რასაც მოვუწოდებთ საზოგადოებას. სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვები უნდა ესწრებოდეს, განსაკუთრებით რესპირაციული დაავადებების თვალსაზრისით. სკოლებში, ბაღებში და სასწავლებლებში არ უნდა იარონ დაავადებულებმა ბავშვებმა ან პედაგოგებმა. განსაკუთრებით თუ მათ აქვთ რესპერაციული მოვლენები, ასეთი ადამიანები სასწავლო პროცესებში არ უნდა მონაწილეობდნენ. 

დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ზოგადი წესები. რაც ნიშნავს იმას, რომ დაწესებულებებში უნდა იყოს კარგი პირობები, რომ დაიცვან ხელების ჰიგიენა. სასწავლო ოთახები შეძლებისდაგვარად უნდა განიავდეს. ასევე, ის სივრცეები, სადაც ბავშვების თავყრილობა ხდება. ამ რეკომენდაციებზე მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს, მე დარწმუნებული ვარ გაჩნდება ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად მორგებული იყოს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის. ამის დაცვა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესების სწორად განახლებას, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება