სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ, დავბრუნდებით!“ - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ხარჩილავა აფხაზეთზე ჩანახატს გვიზიარებს
29-05-2020
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის (დამრიგებელი დ. ფირცხალავა) მოსწავლე ანა ხარჩილავა აფხაზეთიდანაა. ის თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ოჯახში ხშირად საუბრობენ აფხაზეთზე, მონატრებულ მეგობრებზე, მეზობლებზე, ეზო-კარზე...

ანას უყვარს კითხვა, ლიტერატურაზე საუბარი. თავის მოსაზრებებს ხშირად უზიარებს ლელა მასწავლებელს, რომელიც მას ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

წარმოგიდგენთ ანა ხარჩილავას ჩანახატს მონატრებულ აფხაზეთზე.

აფხაზეთი

ოდესღაც ასე იყო: აფხაზეთი სული და გული გახლდათ საქართველოსი, სადაც იწერებოდა დიდებული ისტორია ჩვენი ქვეყნისა, იქ იყო აფხაზეთიც! მაგრამ ეს იყო მაშინ, როცა ჩვენს უდიდეს და ულამაზეს სამშობლოში ღვთის წყალობით „რძე და თაფლი“ მდინარეებად გადმოედინებოდა. ღვთისმოყვარე ქართველებმა და აფხაზებმა კარგად იცოდნენ ერთმანეთის ფასი და მუდამ ერთიანი ძალებით იბრძოდნენ მომხვდურთა წინააღმდეგ! როგორც ჩანს აფხაზებს თავიანთი გამორჩეული ადგილი ჰქონიათ მიჩენილი ყველა სხვა ტომთა შირის და ისინი მეფე თამარს ისე ჰყვარებია, როგორც ყველა სხვა. საყოველთაო სიყვარული ჩვენს შორის გრძელდებოდა მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებამდე, მერე კი... მერე დაიწყო შფოთი და უნდობლობა, გაღრმავდა და გაიბზარა გული აფხაზეთისა...ის გაღმა მხარეს დარჩა, ჩვენ კი გამოღმა მხარეს ვართ და ერთმანეთისთვის სიყვარულით სავსე სიტყვა ვერ მიგვიწვდენია. „სიყვარულით“ შემოსულმა და ცნობიერებით გაბატონებულმა მტერმა დააბნელა მზე ისტორიისა.

დადგა ხანგრძლივი პერიოდი გაუცხოებისა, მტრობისა და უნდობლობისა. მშვიდობის მშვენიერი ნაგებობა ძველებურად რჩება ზმანებად, მიუწვდომლად და სასურველად. ამ პერიოდში ადვილი არა არის დადგე მშვიდობისმყოფელობის პოზიციაზე და დაივიწყო შენი პირადი სიმწარე, წყენა და  უსიამოვნებები.

განსაკუთრებული აღმოჩნდა უახლესი წარსულის მოვლენები აფხაზებისა და ქართველების ისტორიაში, როცა ორი მჭიდროდ გადაჯაჭვული ნათესაური კავშირით, ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ერთობლივად, რომ იღწვოდნენ ბედნიერებისათვის, ბარიკადების სხვადასხა მხარეს აღმოჩნდა... ერთმანეთის წინააღმდეგ ნებსით თუ უნებლიედ იარაღი აღიმართა და უსიამოვნება დაითესა....

„ომს სიკეთე არც გამარჯვებულისთვის მოაქვს და არც დამარხებულისთვის“. და რაოდენ დასანანია აღქმა იმ საშინელი ტრაგედიისა, ჩვენს ხალხს რომ დაატყდა თავს. აფხაზურ ქართული კონფლიქტის გადაჭრის სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს. პირველ რიგში მთავარია ამ ქმედების უსისხლოდ მოგვარება, მაგრამ რა არის ამ წუთისოფელში მარადი, რომ ეს მტრობა და სიძულვილი გაგრძელდეს?!

ჩვენ, დავბრუნდებით!

აფხაზეთი ჩვენია!

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანა ხარჩილავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა თოდუა


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება