სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პლანეტა სიყვარულმა იხსნა!“ - ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ნიკოლოზ ჩარტიამ პანდემიასა და მის შედეგებზე მოთხრობა დაწერა
29-05-2020
-
+


„პლანეტა სიყვარულმა იხსნა!“ - ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ წარჩინებულმა მოსწავლემ, ნიკოლოზ ჩარტიამ პანდემიასა და მის შედეგებზე მოთხრობა დაწერა. მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ხარშილაძეა.

პლანეტა სიყვარულმა იხსნა!...

ნაცრისფრად ჩამოღვენთილი ცის კარიდან ნაზამთრალი პლანეტის გოდებამ შეძრა სამყარო... გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი იდუმალი ხმა და მიწიერთ საბრძოლველად უხმობდა: „სანამ სიკვდილის სამსალას შესვამ, ადამიანო, სიცოცხლე ფასეულად აქციე!“...

პლანეტა შველას ითხოვდა და ადამიანებმაც ჯავშანი შეკრეს მის დასაცავად. თითქოს ხელიხელჩაჭიდებული დაუსრულებელ რგოლებად შემოერტყნენ დედამიწას... აღარ არსებობდა მტრობა, შური, გაუტანლობა...ადამიანებმა დროებით დაივიწყეს ყველა მანკიერება და სუფთა გული გაუღეს ერთურთს ... სალბუნად დაედვა ეს სიყვარული დაკოდილ პლანეტას და დაუამა ტკივილი...რა მარტივი ყოფილა ცხოვრება სიძულვლის გარეშე და რა რთული - უსიყვარულოდ!... ახლა მივხვდი,  რას ითხოვდა პლანეტა: ის ხომ სიყვარულს ითხოვდა!.. რომელიც ასე აკლდა მას!... მივხვდი, რომ ეს განგაშის ზარი იყო...პლანეტის კვნესა იყო!... ღმერთო, როგორ გადავგვარდით ასე: ვცხოვრობთ განდიდებისათვის, ვიბრძვით ამაღლებისათვის, ვცოცხლობთ საკუთარი მესთვის.... ამიტომაც უწოდა, ალბათ, ადამიანს სიყვარულსა და თანადგომას  მოკლებულმა ქართველმა მგოსანმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა „აღუვსებელი საწყაული“...განა, მიღწეული გვაკმაყოფილებს?... ვიღწვით და ვიბრძვით „იმ მიწისთვის“, „რომელიც დღეს თუ ხვალ ჩვენვე ვიქნებით“...

პანდემიამ გამოგვაფხიზლა... თითქოს აუცილებელი იყო მსხვერპლი, რომ საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიცოცხლის ფასი უკეთ შეგვეცნო...

სიყვარულმა დაამარცხა უხილავი მტერი და გაისტუმრა  „მოუსავლეთში“...

ერთბაშად გაიღო ყველა დახურული კარი და იფეთქა, იხუვლა სიცოცხლემ კედლებს მიღმა... თითქოს სხვა ცა დავინახე იმ დღეს... სხვა ცა და სხვა ღიმილი... სიყვარულის ხატჩასვენებული თვალებით მომზირალი სხვა ადამიანები... და ცის კიდობანზე შემოსკუპული უფრო მხურვალე, მომღიმარი მზე...

როგორ ვოცნებობდი ასეთ სამყაროზე?!...  მზის სხივივით გამითბო გული დედამიწაზე ფენილმა ამ სიყვარულმა... ზეცას ავხედე და სულში ნათელი ჩამისახლდა: მარიამ ღვთისმშობელი დაჰყურებდა მის წილხვედრ ქვეყანას და კრძაალვით ჯვარს სახავდა ....

ავმაღლდი, გავძლიერდი, გავდიდგულდი ...  და ... „საკუთარ ცაზე საკუთარი ფრთებით ფრენა“ მომინდა!...

IX კლასის მოსწავლე
ნიკოლოზ ჩარტია


მოთხრობა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

კვალიფიკაციის ამაღლება კერძო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებსაც შეეხება 

სკოლებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშნები უნდა განათავსოთ - რეკომენდაციები დირექტორებისთვის 

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება