| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ინტერნეტიზაციის პროცესში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დისტანციურ განათლებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, დისტანციური სწავლება არ არის იდეალური და ამ საკითხმა გამოაჩინა ინტერნეტიზაციის პრობლემა.
„ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია განათლების პროცესის შეჩერება. ეს მოხდა 4 მარტს და მოგვიწია სწრაფი გადალაგება. განათლების სამინისტრომ შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა. ეს მარტივი არ იყო და არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მზაობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი, გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო არის ამის ძალიან კარგი მაგალითი.
განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად. გარდა ამისა შეიქმნა სპეციალური ქართული პროგრამა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ატვირთვა და უმნიშვნელოვანესი ტელესკოლა, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა. რა თქმა უნდა ტელესკოლის განათლება კლასიკურ აკადემიურ ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა. ჩვენ ყველას გვესმის რომ ვართ პანდემიის პირობებში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურად და ის მინიმუმი, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად იყო საჭირო განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთობლივად შეძლეს. თუმცა აქ გამოჩნდა კიდევ ერთი საკითხი, ქვეყნის ინტერნეტიზაციის ხარისხი და დონე, მიუხედავად იმისა რომ იყო პრობლემები და შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ინტერნეტიზაციის პროცესში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პრემიერმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“
მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები