სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დადგენილება გამოიცა, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს
27-05-2020
-
+


საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება - ეს იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის №322 დადგენილების მესამე მუხლია, რომელიც სასწავლო პროცესის განხორციელებას განსაზღვრავს. 

დადგენილება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით ამოქმედდა და ძალაში 15 ივლისამდეა. 

ახალი დადგენილების თანახმად:

1. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში).

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოები და გამოცდების ჩატარება უზრუნველყოს არადისტანციურად (ფიზიკურად), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (ჩOVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

დირექტორის, მასწავლებლისა და მანდატურის ვალდებულებები კანონით განისაზღვრა - მთავრობის ახალი დადგენილება ამოქმედდა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება