სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამწყები პედაგოგები გაკვეთილებს გამოცდილ მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ
04-09-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამწყებ პედაგოგებს მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს.         

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში პედაგოგთა მიღება კონკურსით ხდება, სადაც გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც დამწყებ პედაგოგებს არ აქვთ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც პედაგოგიურ ფაკულტეტს წარმატებით დაამთავრებენ, განსაკუთრებით სოფლებისა და ეროვნული უმცირესობების სკოლაში, მათ გარანტირებული საგაკვეთილო საათები ექნებათ. 

კერძოდ, ისინი გაკვეთილებს სკოლის უკვე გამოცდილ მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ.
      
''მასწავლებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამოცდილება. შესაბამისად, გამოცდილება თუ არ აქვს, მას უჭირს სკოლაში მოხვედრა. სკოლაში თუ არ მოხვდა დამწყები მასწავლებელი, ისე როგორ დააგროვებს გამოცდილებას. ამიტომ დამწყებ პედაგოგებს, ვისაც მაღალი შედეგები ექნებათ, უნდა მივცეთ საშუალება სკოლებში შევიდნენ.'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.   

- ბატონო ალექსანდრე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახალგაზრდა  მასწავლებლები, რომლებმაც ასე ვთქვათ, გუშინ დაამთავრეს უნივერსიტეტი და არ აქვთ გამოცდილება, მისცემენ თუ არა, მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას?

 - ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა: პირველი - ძალიან ახალგაზრდა პედაგოგი, რომელსაც არა აქვს გამოცდილება და მეორე - ძალიან გამოცდილი პედაგოგი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასაკიანია. წარმოიდგინეთ სოფელი, სადაც ფიზიკის მასწავლებელი არის 80 წლის. შეიძლება თავის დროზე ის საოცრად კარგი მასწავლებელი იყო, უბრალოდ ნებისმიერი ადამიანის რესურსი არის შეზღუდული. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დამწყებმა და უკვე სტაჟიანმა პედაგოგებმა ერთობლივად ჩაატარონ გაკვეთილები და ეს ერთობლივად ჩატარებული გაკვეთილები ზუსტად ის გასაღებია, რომელიც ერთი მხრივ, ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, შეიძინოს გამოცდილება და უკვე გამოცდილმა პედაგოგმა თავისი ცოდნა გაუზიაროს მოსწავლეებს.     

- დამწყები პედაგოგები სკოლებში ერთგვარ სტაჟირებას გაივლიან? 

- დიახ, ისინი გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას. ეს არ ნიშნავს, რომ დამწყები მასწავლებელი აუცილებლად დარჩება სკოლაში. მან კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა (კონკურსები გამოცხადდება) და შემდეგ დასაქმება სკოლაში. წარმოიდგინეთ, სოფელში რამდენი დიპლომირებული ფიზიკოსია, რომელთაც სკოლაში უნდათ მუშაობის დაწყება. მათ უნდა მივცეთ ამის საშულება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევეცადოთ თავიდანვე, სადაც ასარჩევად გვაქვს საქმე იქ პრობლემა ისედაც არ არის, ხოლო სადაც ასარჩევად არა გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა, დამწყები პედაგოგი შევუშვათ.  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება