სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გახდა სტუდენტი, ექნება შესაძლებლობები, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს'' - გიორგი კვირიკაშვილი
31-08-2017
-
+


''მინდა, დღევანდელი დღე მივულოცოთ ჩვენს სტუდენტებს'' - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

''მინდა, დღევანდელი დღე მივულოცოთ ჩვენს სტუდენტებს. 28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას. მინდა, მათ ვუსურვო, შეიძინონ ის ცოდნა, უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, მათ გამოადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია. ცხოვრების დინამიკა იზრდება. პროფესიონალური მომზადების კუთხით, არსებობს საკმაოდ კონკურენტული გამოწვევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც მომზადებული იქნება ამ გამოწვევების გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. მათ კი ვინც ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, მინდა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ. ცხოვრება არის შესაძლებლობებით სავსე და ასეთი შესაძლებლობები ადამიანისთვის ყოველ წუთას, ყოველდღიურად ჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გახდა სტუდენტი, ექნება შესაძლებლობები, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს.''

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება