| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლის მე -12 კლასის დამრიგებელი მარინა პაქსაძე საყვარელ მოსწავლეებს ემოციური წერილით ემშვიდობება და ვიდეოს საშუალებით "ბოლო ზარს" უძღვნის.
„სკოლა, რამდენი რამეა ამ სიტყვაში ერთად, პირველი კლასი, პირველი მასწავლებელი, პირველი წიგნი, პირველი „მერხის მეგობარი“, რომელიც არასდროს გვავიწყდება, პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ, ცხოვრებისკენ, სკოლაში მივდივართ პატარები, თითქმის არაფერი ვიცით, მაგრამ უცებ გადის 12 წელი და ჩვენ უკვე შეგვიძლია წერა-კითხვა, გვაქვს განათლება და გვყავს უამრავი მეგობარი.
სკოლა - ეს ის ადგილია, რომელიც გვამზადებს იმ გამოწვევებით და სიურპრიზებით სავსე ცხოვრებისთვის, რომელიც წინ გველოდება!
2020 წლის ბოლო ზარი სხვანაირად (ონლაინ) დაირეკება! დღეს ჩემო პატარა მეგობრებო სკოლის კედლებს, მეგობრებს უნდა ემშვიდოდებოთ ის თეთრი პერანგი უნდა გეცვათ, სადაც სამახსოვრო წარწერებს გააკეთებთ, მაგრამ ესეც გამოწვევა და ესეც რაღაცას გვასწავლის, გვასწავლის იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთობები, ახლოს ყოფნა!
გილოცავთ ჩემო პატარებო, მაგრამ უკვე დიდებო! წარმატებულ მომავალს გისურვებთ და ვიცით, რომ ამას შეძლებთ, კორტოხის საჯარო სკოლა მუდამ თქვენს გვერდით იქნება!“- წერს პედაგოგი მარინა პაქსაძე.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად