სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაილეთის საჯარო სკოლამ ერთადერთი მეთორმეტეკლასელი გააცილა ცხოვრების ახალ გზაზე
20-05-2020
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაილეთის საჯარო სკოლისთვის ბოლო ზარი 2020 ისედაც უჩვეულო უნდა ყოფილიყო, რადგან მხოლოდ 1 მოსწავლისთვის დარეკავდა. საგანგებო მდგომარეობამ და ქვეყანაში შექმნილმა ფონმა კი ბაილეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ამის საშუალებაც არ მისცა. თუმცა ის ემოცია, სითბო და სიყვარული, რაც პედაგოგების ამ ერთადერთი მეთორმეტეკლასელის მიმართ გააჩნია, ვერც ვირუსმა გადაფარა და ვერც სხვა გამოწვევებმა. მათ ღირსეულად გააცილეს სულიკო ცხოვრების ახალ ეტაპზე და დიდი სიყვარულით დაულოცეს მომავალი:


„მეთორმეტე კლასში, რომ გადახვედი სულ ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო შენი „ბოლო ზარი“, რადგან მარტო შენ დარჩი კლასში. კიდეც მოვიფიქრეთ განსხვავებული და უჩვეულო გაცილება, მაგრამ მოულოდნელმა რეალობამ შეცვალა ყველაფერი. ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასე ჩუმად, უხმაუროდ დაგილოცავდით ცხოვრების გზას. სამი წლის წინ გადმოხვედი ჩვენს სკოლაში და ამ მოკლე დროში ყველას შეაყვარე თავი, შენი ადამიანობით, სწორი მიდგომებითა და დამოკიდებულებით. ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებ და გვჯერა, რომ მომავალი წლები წარმატებული და ბედნიერი გექნება. დაგილოცავთ გზას და გახსოვდეს, მუდამ შენი გულშემატკივრები ვიქნებით. სულიკო, ბაილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები გეფერებით დიდი სიყვარულით და გილოცავთ სკოლის დამთავრებას“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება