სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გახდა დემირელის სახელობის კოლეჯის დახურვის მიზეზი
30-08-2017
-
+


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. 

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, სკოლამ თავად შეიტანა განაცხადი რეავტორიზაციაზე, თუმცა პროცედურა ვერ გაიარა. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ერთხმად მიიღო. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოლეჯში დარღვეული იყო სამივე სტანდარტი - ინფრასტრუქტურის, რესურსებისა და პერსონალის:

''დაფიქსირდა უკანონო ქმედებები, მათ შორის, ქართულენოვან პროგრამებზე, ქართველი პედაგოგების ნაცვლად დასაქმებული იყვნენ თურქულენოვანი პედაგოგები,'' - აცხადებენ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო. შესაბამისი დასკვნა და ოქმი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სხვა სკოლებში გადანაწილებაზე. მათი ინფორმაციით, არც ერთ მოსწავლესა და თანამშრომელს პრობლემები არ შეექმნება. 

შეგახსენებთ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.

დემირელის სახელობის კოლეჯი ერთ-ერთია იმ საგანმანათლებლო ქსელის ობიექტებს შორის, რომელიც თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ფეთულა გიულენის სახელთან ასოცირდება. ქსელში შვიდი სკოლა შედის, მათგან მიმდინარე წლის დასაწყისში ავტორიზაცია შეუჩერდა ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება