სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის კიდევ ერთი განმარტება მასწავლებლებისთვის ახალ სქემაზე, რომელიც პანდემიის შემდეგაც დარჩება სკოლებში
19-05-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი განათლების წლიური შეფასების ახალ მოდელზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. მიხეილ ჩხენკელი აზუსტებს, რომ განმავითარებელი შეფასება პანდემიის შემდეგაც დარჩება და ეს ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. 

„პრეზენტაციის დროს წარმოვადგინეთ საინტერესო სისტემა, ახალი იდეები შემოვიტანეთ საგანმანათლებლო სისტემაში, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე. სკოლებში იქნება ორნაირი შეფასება.

ერთია განმავითარებელი შეფასება, რომელიც დაინერგება ყველა კლასში და ეს სისტემა დარჩება პანდემიის შემდეგაც. პედაგოგიური თვალსაზრისით საინტერესო სისტემაა, თითოეული მასწავლებელი აფასებს წერილობითი ფორმით მოსწავლის აკადემიურ დინამიკას, სუსტ და ძლიერ მხარეებს. სიღრმისეულად იძლევა საშუალებას, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური აკადემიური გზა. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, უკუგების მნიშვნელოვანი ფორმაა, მნიშვნელოვანი მშობლისთვის და მასწავლებლისთვისაც. როდესაც შემდგომ კლასში გადავა, ყველა აკვირდება თითოეული მოსწავლის აკადემიურ ზრდას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგიური თვალსაზრისითაც.

პარალელურად იქნება ტრადიციული ნიშანიც. მაგრამ იქაც გვაქვს ნიუანსები, რაც შემოვიტანეთ პანდემიის პირობებში. წლიური ქულის რამდენიმე ვარიანტი არსებობს,  ეს შევცვალეთ სკოლებს და მათ შეეძლებათ მიიღოს გადაწვეტილება, რომელ სისტემას აირჩევს სკოლის სპფეციფიკიდან გამომდინარე“ - განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ:

წლიური ნიშნის დაწერის სქემა იცვლება - მინისტრი დეტალურად ხსნის, როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება