სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ნიშანი: დასჯა თუ წახალისება? - მასწავლებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
20-05-2020
-
+


გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სკოლებში განმსაზღვრელი შეფასება უნდა გაუქმდეს და მოსწავლეები მხოლოდ განმავითარებელი კომენტარებით შეფასდნენ, მასწავლებლებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. პედაგოგების ნაწილი ემხრობა ნიშნების გაუქმებას, ნაწილი კი კატეგორიული წინააღმდეგია. ორივე მხარე საკუთარ პოზიციას არგუმენტირებულად ხსნის.

ის მასწავლებლები, რომლებიც ნიშნების გაუქმებას მიესალმებიან, აღნიშნავენ, რომ განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება მოსწავლეებზე დადებით გავლენას მოახდენს, რადგან ისინი მოტივაციით ისწავლიან და არა ნიშნის ხათრით. მათი განმარტებით, მოსწავლეები აღარ იგრძნობენ თავს დასჯილად და უხერხულად, თუ არ დაიწერება დაბალი ქულები.

პედაგოგების თქმით, მაღალი ქულების დიდი ნაწილი სუბიექტურად იწერება, შეფასება არ არის 100% სრულყოფილი და რეალურად არ ფასდება მოსწავლეების ცოდნა.

მასწავლებლები, რომლებიც ნიშნების გაუქმებას ემხრობიან, ასევე აღნიშნავენ, რომ მთავარია, მოსწავლემ სკოლაში ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინონ, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად ხდება, რომ „ფრიადოსანი“ მოსწავლეები გზას ვერ იკვალავენ, ისინი კი, ვისაც დაბალი ქულები ეწერათ, მაგრამ საჭირო უნარები გააჩნდათ, ბევრად წარმატებულები ხდებიან. ამიტომ პედაგოგები ფიქრობენ, რომ მაღალი ნიშანი არ განსაზღვრავს მოსწავლის წარმატებას.





ნიშნის გაუქმების წინააღმდეგ გამოდის მასწავლებელთა ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ მაღალი ნიშანი ერთგვარი მოტივაციაა და მოსწავლეებს უხარიათ, როდესაც კარგად ჩაბარებული გაკვეთილის შემდეგ მაღალ ქულას იმსახურებენ. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მოსწავლეთა პასუხისმგებლობის განსავითარებლად განმსაზღვრელი შეფასება აუცილებელია. გარდა ამისა, მასწავლებელთა ეს ნაწილი ფიქრობს რომ ნიშანი წამახალისებელი საშუალებაა და არა დასჯა. მათი განმარტებით, უნდა არსებობდეს საშუალება, რითაც ბეჯითი და ზარმაცი მოსწავლე გაირჩევა, ეს კი მხოლოდ განმსაზღვრელ შეფასებას შეუძლია. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ კლასში, სადაც 25-30 მოსწავლე სწავლობს, აუცილებელია ისეთი შეფასება, რომელიც მოსწავლეთა ცოდნას განსხვავებულად შეაფასებს. ისინი ამბობენ, რომ ქულები იმისთვისაცაა აუცილებელი, რომ წარჩინებულმა მოსწავლეებმა მედლები და ლეპტოპები დაიმსახურონ.











განმსაზღვრელი შეფასებისს გაუქმების საკითხი დისტანციურმა სწავლებამ დღის წესრიგში დააყენა და მოსწავლეების განმავითარებელი შეფასებით ანუ მასწავლებელთა კომენტარების მიხედვით შეფასებაზე საუბარი აქტუალური გახდა. რაც ნიშნავს, რომ გაუქმდება მოსწავლეთა შეფასება ქულებით. კლასიდან კლასში კი ისინი ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული შემაჯამებელი ტესტებით ან გამოცდების შედეგების მიხედვით გადავლენ.

ნიშნები უარყოფითად შეაფასა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემაც დირექტორებისთვის ჩატარებული ვებინარის მიმდინარეობისას. „ნიშანი არის დასჯის საშუალება, ნიშნით კი არ ვაჯილდოებთ ბავშვს, ვსჯით“- განაცხადა შუკაკიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება