სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა'' ტრენინგი სასკოლო კლუბების მართვის შესახებ დაიწყო
30-08-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ''საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა'' ტრენინგი სასკოლო კლუბების მართვის შესახებ დაიწყო. 

ტრენინგში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლების ადმინისტრაცია, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები მონაწილეობენ.

პროექტის რეგიონული კლუბების/წრეების პლატფორმა, მიზნად ისახავს საკლუბო/საწრეო საქმიანობის განვითარებას სკოლებში, მოსწავლეთა თვითრიალიზაციის ხელშეწყობას, მათ ჩართვას სასკოლო აქტივობებში და ამ გზით, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

ტრენინგების ციკლი 4 თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და მასში მონაწილეობას 500 მასწავლებელი მიიღებს.

''საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი'' მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციაა. კონკურსი ცენტრმა მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოაცხადა, რომლის მიზანია, მომსახურების გარე მიმწოდებლების ჩართულობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მრავალფეროვანი, ინოვაციური მიდგომების წახალისება.

მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სამომავლოდ არაერთ მსგავს ღონისძიებას გეგმავს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება