| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

eSchool-ის ბაზაში მასწავლებლის გამოცდაზე მიღებული ქულების შესაბამისი კრედიტები, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ Etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
''მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, სიებს გამოგვიგზავნიან და შემდეგ დაიწყება eSchool-ის ბაზაში გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით კრედიტების ასახვა,'' - გვითხრეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციისა და გარე დაკვირვების აქტივობები eSchool-ის ბაზაში ავტომატურად აისახება. ხოლო მასწავლებლის მიერ არჩეული და შესრულებული აქტივობების შეფასება, სკოლის შეფასების ჯგუფს ევალება.
შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ მასწავლებლებლებს შესაბამისი სტატუსები მიენიჭებათ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება