სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის დათბება და როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში? - სინოპტიკოსები სეტყვას და ქარს პროგნოზირებენ
12-05-2020
-
+


გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 

სააგენტოს ცნობით, 11-12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს. 

14 მაისიდან შედარებით გამოიდარებს და დათბება.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი მოსალოდნელია 13 მაისს, დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება