სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს“ - რას წერს განათლების სპეციალისტი პედაგოგების კარანტინში მუშაობაზე?
07-05-2020
-
+



განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე მასწავლებლებზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მასწავლებლებს პანდემიის დროს დღე და ღამე მუშაობა უწევთ და ამას ფულის გამო კი არა, პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო აკეთებენ.

ჩვენ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,მცირე პოსტი მასწავლებლებზე:

ალბათ მალე დამთავრდება ეს კარანტინი, რომელსაც ერთი-ორი რამის გამო მაინც უნდა ვუთხრათ მადლობა, რომელიც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის უფრო ნათელი გახდა.

უფრო და უფრო მეტად ათბობს ადამიანის გულებს, ადამიანის მიერ ადამიანის მხარდაჭერა, როდესაც ამ იზოლაციაში ხერხდება ფიზიკური ბარიერების მიუხედავად სიყვარულისა და ზრუნვის გარეთ გატანა. მასწავლებლებს მარტო სწავლება კი არა, მოსწავლეებზე ზრუნვა დასჭირდათ, მათი გამხნევება, უფრო მეტი იციან მოსწავლეებზე, მათ პირად გასაჭირზე, ვიდრე ადრე.

მიუხედავად ბარიერებისა, ადამიანებმა შეძლეს მაქსიმუმი და გააგრძელეს საქმის კეთება. მაგალითად, მასწავლებლები, რომლებმაც დღე და ღამე იმუშავეს, რომ შეერჩიათ პლატფორმა, შემდეგ ესწავლათ მისი ფუნქციები და შემდეგ კი ეფიქრათ როგორ ესწავლებინათ. ამ მცდელობის კონვერტაცია არ არის ფული, რადგან ისედაც საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე.

კარგზე ვიფიქროთ ჯერჯერობით, სიცრუეს და ორპირობას რა გამოლევს წუთისოფელში...“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება