სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დოკუმენტები, რომლებიც უნდა წარადგინონ სტუდენტებმა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად
23-08-2017
-
+


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმა და დოკუმენტების ნუსხა დამტკიცდა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. 

განცხადების ფორმა და დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც უნდა წარადგინონ სტუდენტებმა დაფინანსების მოსაპოვებლად.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 29 სექტემბერი.

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყო 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ამ თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყო 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის კი გამოყოფილია 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2015 და 2016 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ  აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

შეგახსენებთ, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება