სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპეციალური განცხადება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ წუთებში ავრცელებს
22-08-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებეს განცხადებას, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

''არსებული ინფორმაციით, რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა.

სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ. 

ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. 

ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად  შეისწავლის, იყო თუ არა ეს  მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება,'' - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თბილისის 166-ე სკოლის მოსწავლეების გამგზავრების შესახებ სტატია 21 აგვისტოს Sputnik Georgia-მ გაავრცელა. დღეს კი გუშინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სააგენტომ ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, სტატიაში ჯერ 166-ე სკოლა შეცვალა 146-ე სკოლით და დააზუსტა, რომ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ „არტეკში“, შემდეგში კი სკოლის დასახელება და მასწავლებლის ვინაობა ტექსტიდან საერთოდ ამოიღო. ასევე სტატიიდან ამოღებულია „არტეკში“ წასული ბავშვების გვარებიც.

როგორც Sputnik Georgia-სთან ინტერვიუში სკოლის მოსწავლეები ყვებიან, „არტეკის“ შესახებ სკოლის რუსული ენის პედაგოგისგან გაიგეს. ყირიმში გასამგზავრებლად მათ შესაბამისი კონკურსი გაიარეს. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლები და გააკეთეს სლაიდები თემაზე „რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთი“ და „რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში“. სტატიიდან ირკვევა, რომ კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა.

„არტეკი“ რუსული ენის შემსწავლელი ბანაკია, სადაც პროგრამის პედაგოგებთან ერთად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული რუსული ენის პედაგოგებიც ჩაატარებენ გაკვეთილებს. მის ორგანიზატორი, რუსეთის ხელისუფლების სახელით, რუსული ენის საბჭოა. პირველი საერთაშორისო შეკრება „არტეკში“ მიმდინარე წლის 7-27 აგვისტოს პერიოდში იმართება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება