სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება
05-05-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB)  ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) თანამშრომლობაში ერთვება. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელემა, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ მარქუარდტმა და დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.  

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. გერმანული მხარიდან თანამშრომლობაში ჩაერთვებიან: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ბიო და გეომეცნიერებების ინსტიტუტი (IBG-2), ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრის თანამედროვე კვლევების ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ZEA-1) და ელექტრონული კვლევების ინსტიტუტი (ZEA-2).

თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტში დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების ჯგუფის შექმნა. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.

KIU-FZJ ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეასრულონ სტუდენტური პროექტები გერმანიის FZJ კვლევით ცენტრებში. გათვალისწინებულია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ეტაპზე გაცვლითი პროგრამების, სემინარების, სეზონური სკოლების და ვორქშოფების ორგანიზება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება