სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთი ნიშანი, რომელიც 12 ზოდიაქოდან ყველაზე იღბლიანია - ამ კვირაში არის მოვლენა, რომელიც წელიწადნახევარში ერთხელ ხდება
04-05-2020
-
+


კვირის პირველი ნახევარი შედარებით რთულია - აფრთხილებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს. 

მისივე თქმით, ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა. პირველი ეს არის 7 მაისს სავსემთვარეობაა. ეს დღე ძალიან მშვიდად გაიარეთ. 

მეორე მნიშვნელოვანი დღეა 5 მაისს - ეს მოვლენა წელიწადნახევარში ერთხელ ხდება და ამ დღეს კარმული კვანძი გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. აღნიშნული დროის განმავლობაში მოგვეთხოვება განვითარება, ცოდნის გაღრმავება, ცნობიერების ამაღლება, კონტაქტები და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. 

თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: თქვენი ენერგოტონუსი მცირდება. გადატვირთვის გარეშე იმოქმედეთ. საქმიანი კუთხით კარგი შესაძლებლობები კარგი გაქვთ, მატერიალური მდგომარეობის შესაძლებლობაც მოგეცემათ. 

კურო: მთავარი ფავორიტი ხართ ამ პერიოდის. ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, იღბლიანიც ხართ. შეგიძლიათ იდეების რეალიზება, პარტნიორების პოვნა. ამასთან, შემდეგი კვირები უფრო უკეთესი გექნებათ. 

ტყუპები: ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ენერგოტონუსი მთელი წლის განმავლობაში, ნუ გადაიტვირთებით. ყველაზე მეტი პრობლემები გაქვთ ამ პერიოდში. თქვენი იღბლიანობაც იკლებს. ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, სულსწრაფობას ნუ გამოიჩენთ. განსაკუთრებული სიფრთხილით გაიარეთ ეს დრო. შემდეგი კვირიდან თანდათან გაუმჯობესდება თქვენი მდგომარეობა. 

კირჩხიბი: თქვენი განწყობა უმჯობესდება. ყველა კუთხით კარგი კვირაა, სპონსორების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გაქვთ. წარმატების შანსიც მაღალია, ინტუიციაც გემატებათ. 

ლომი: ძირითადი კონცენტრაცია გადაიტანეთ მთავარ საკითხებზე, უმნიშვნელო თემებს ნუ დაუთმობთ დროს. ენერგოტონუსი გიმცირდებათ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მეტად დაისვენეთ. 

ქალწული: თქვენც ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. ქარიზმატული, ენერგიული, იღბლიანი და წარმატებული ხართ. 12 ზოდიაქოს ნიშნიდან, ყველაზე კარგი პერიოდი თქვენ გაქვთ. 

სასწორი: დაგიბრუნდათ ძველი ვალები და ვალდებულებები, ახლა უნდა გაისტუმროთ ისინი. ეს კვირა კარგია გათავისუფლდეთ ამისგან, გაწმინდეთ ის ტერიტორია, რასაც 14 დან კარგად გამოიყენებთ, ეს პერიოდი მშვიდად გაიარეთ. 

მორიელი: ქარიზმატული ხართ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და იდეების რეალიზებას შეძლებთ. უფრო იღბლიანი და წარმატებული ხდებით. ყველა მხრიდან იგრძნობთ დახმარებას. 

მშვილდოსანი: მეტი დრო და წინდახედულობა დაგჭირდებათ საოჯახო და პროფესიონალური საკითხების გადასაწყვეტად. არ აჰყვეთ კრიტიკას, კამათს მოერიდეთ. ფინანსურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ,მაგრამ დივიდენდების გაუმჯობესების იმედი ნუ გექნებათ. 

თხის რქა: წარმატებული, ენერგიული ხართ, შეკრავთ გუნდს, რომელიც წარმატების შესაძლებლობას მოგცემთ. იაქტიურეთ, თქვენი წარმატების შესაძლებლობა მაღალია.

მერწყული: 14 მაისამდე ტაიმ-აუტი აიღეთ, ეს პერიოდი მოგცემთ საშუალებას დაალაგოთ სიტუაცია. მაისის შუა რიცხვებიდან მოგეცემათ წინსვლის საშუალება. 

თევზები: ენერგიული, ქარიზმატული და წარმატებული ხართ. გრძნობთ, რომ თქვენთვის კარგი პერიოდია. შეიძლება სასიყვარულო პარტნიორი ჩართოთ საინტერესო პროექტებში. ეს კვირაც კარგია, მაგრამ მომავალი კვირა უფრო უკეთესი გექნებათ.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება