| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„გამარჯობა, მე ვარ ნია ღამბარაშვილი თბილისის N152 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ფიქრები", - გვწერს ნია ღამბარაშვილი და თემის - „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ ფარგლებში, ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ყოველდღიურად მიჩნდება ეს კითხვა - „რა შეიძლება გავაკეთო სახლში?!“ - მართლაც ძალიან მოსაწყენად ჟღერს ეს სიტყვები, რადგან ვერაფერს გააკეთებ ოთხ კედელშუა გამოკეტილი. ყოველდღე ერთი და იგივე, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი პლუსი აქვს: ფაქტიურად არასდროს მქონდა დრო, რომ ჩემთვის სასურველი წიგნები წამეკითხა, ახლა კი ძალიან ბევრი დრო მაქვს ჩემი ყველა გეგმის განსახორციელებლად, ფილმების საყურებლად და ბევრი საინტერესო ამბის გასაგებად.
რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ყველაფერს? - არცერთი სიტყვა არ მემეტება ამ საშინელების გადმოსაცემად, ადამიანებთან კონტაქტიც კი დამავიწყდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე სკოლა მომენატრებოდა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი სრულიად შესაძლებელი ყოფილა. კლასელები და მეგობრები... ყველაფერი მენატრება. საღამოობით როდესაც დასაძინებლად მივდივარ, ვფიქრობ თუ რატომ ხდება ასე, რატომ იღუპება მილიონობით უდანაშაულო ადამიანი? თავიდან როდესაც დადუმებული ქალაქი დავინახე, შიშმა შემიპყრო... ნუთუ ეს სიზმარი არაა და მართლა ხდება? სადაა მხიარულებით სავსე ქალაქი? ცუდის მეტი აღარაფერი ისმის... როდის დასრულდება ეს ყველაფერი, როდის დავინახავ გაღიმებულ ხალხს? ეს შეკითხვა უპასუხოდ მრჩება, ასე მგონია ეს ცხოვრების დასასრულია.
ამ ყველაფრით მე მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, არავინ არ იცის ხვალ ვის რა ელოდება, უფრო მეტად შეიყვარეთ ერთმანეთი და უფრო მეტი სიკეთე გააკეთეთ... მე მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ ერთიანი და ბედნიერი იყოს! და ასეც იქნება, რადგან ჩვენ ამ ყველაფერს დავამარცხებთ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა