| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხი განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდებს აღრიცხონ ის ცვლილებები, რომლებიც აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე „მასწავლებლის მომზადებისა“ და „ქართულ ენაში მომზადების“ პროგრამებთან დაკავშირებით განახორციელეს.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმაში, რომელიც ეხებოდა აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას, განხორციელდა ცვლილებები.
ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით შემუშავდა და დამტკიცდა „მასწავლებლის მომზადებისა“ და „ქართულ ენაში მომზადების“ პროგრამებთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში
დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისათვის ასევე, შემუშავდა და დამტკიცდა ექსპერტთა დასკვნის ფორმები. იხ:
შეგახსენებთ, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის შესახებ“ დოკუმენტში 2020 წელს ასახული ცვლილებების საფუძველზე, დაწესებულების მიერ წარდგენილ ანგარიშს შეისწავლის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი, შესაბამისი დარგის ექსპერტი, ხოლო მის მიერ წარმოდგენილ დასკვნასა და დაწესებულების ანგარიშს, თანდართული დოკუმენტაციით,განიხილავს აკრედიტაციის საბჭო.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება