სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსი ცხადდება - იხილეთ ვადები და პირობები
30-04-2020
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს. 

საკონკურსო თემაა „მე და ჩემი ოჯახი“. ფოტოების მიღება 1 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები, ასეთია:

ფოტოკონკურსში „მე და ჩემი ოჯახი“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით;

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად დასაშვებია კონკურსის თემის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, მაგრამ საკონკურსო ნამუშევარი უნდა ასახავდეს კონკურსის ძირითად თემას;

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა გაგზავნოს საკონკურსო ფოტო, ასევე, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა კონკურსში მონაწილეობის თაობაზე ელექტრონულ ფოსტაზე: registration@mandaturi.gov.ge;

მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ფოტოსა და დოკუმენტაციის გამოგზავნით ეთანხმებით კონკურსის წესებსა და პირობებს;

ფოტო, რომელიც გაგზავნილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, არ განიხილება;

საკონკურსო ნამუშევრის გაგზავნისას, მონაწილეებმა უნდა მიუთითონ სკოლა, რომელშიც სწავლობენ და კლასი;

კონკურსში მონაწილეობისთვის გაგზავნილი ყველა ფოტო, ავტორის მითითებით, განთავსდება სპეციალურად შექმნილ საკონკურსო ალბომში, სოციალურ ქსელში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე;

გაგზავნილი ფოტოები სპეციალურად შექმნილ საკონკურსო ალბომში განთავსებული დარჩება კონკურსის დამთავრების შემდეგაც;

მონაწილეებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს, მოითხოვონ საკუთარი ფოტოს წაშლა მანდატურის სამსახურის სოციალური ქსელის გვერდიდან. მოთხოვნა ფოტოს წაშლის თაობაზე უნდა გაიგზავნოს ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;

კონკურსში გაიმარჯვებს ის ფოტონამუშევარი, რომელსაც სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონება ექნება;

კონკურსში გამარჯვებულ ფოტოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განათავსებს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის გარეკანზე (cover photo), ერთი კვირის განმავლობაში;

ერთ ფავორიტ ფოტოს, ფოტოკონკურსის ყოველი ტურისთვის, შეარჩევს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი;

კონკურსის მონაწილეებს/მათ მშობლებს შეუძლიათ, ატვირთონ გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე, შესაბამისი ჰეშთეგებით #StopCoV #მანდატურისსამსახური #მედაჩემიოჯახი და გამოიწვიონ თავიანთი მეგობრები, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

კონკურსში გამარჯვებული ფოტო და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ საკონკურსოდ შერჩეული სხვა ფოტოები დაიბეჭდება და გამოიფინება მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, ფოტოგალერეაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება