| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

''სკოლებში აიკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა,'' - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა სკოლებში შრომის გაკვეთილების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების დანერგვას. ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამინისტრო თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში, საპილოტე პროექტს განახორციელებს, რომლის თანახმად, კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს უფასოდ მიიღებენ.
შეგახენებთ, რომ სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება და ამ სფეროს რეგულირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აპრილის ბოლოდან დაიწყო. 5 მაისს მიიღეს ბრძანება სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ. ბრძანების მიხედვით, სასკოლო ბუფეტებში არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება