სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“ მასწავლებლებისა და ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - რისი ვადა გახანგრძლივდა?
28-04-2020
-
+


ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 30 აპრილს 18:00 საათზე სრულდება. ხოლო 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა 1-ლი ივნისის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ვადის ამოწურვის მოახლოებას შეახსენებს და განმარტავს, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე.

„გაცნობებთ, რომ 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100-ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა. თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ნებისმიერი დამატებითი  ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას და გამოქვეყნდება  ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი", - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

წიგნის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი ადამიანებს აერთიანებს და ახალი აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს“

დირექტორმა მათ ლამაზი ცხოვრება, სწავლის სიყვარული და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება