სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება პროგრამა TEAMS-ის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობს
27-04-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებში, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო, დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს მაიკროსფორტის აპლიკაციით - TEAMS.

„სკოლის დირექტორი ქალბატონი ნონა ივანიძე აღნიშნავს, რომ აპლიკაცია აბსოლუტურად ცოცხალი ატმოსფეროა, ხდება უკუკავშირის მიღება, ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილზე, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა მაღალია, უფრო მეტსაც ვიტყვი, თუ ვინმე ვერ ფლობდა ონლაინინსტრუმენტებს, მასწავლებელი თუ მოსწავლე, ახლა უკვე მშვენივრად შესწევთ ამ ყოველივეს უნარი, ტექნიკურად გამართული სისტემაა, თუმცა ხშირად  ხდება ისიც, რომ წარმოიშვება პრობლემები, ამ შემთხვევაში მესენჯერით სარგებლობენ, სკოლის პედაგოგების აზრით: მოქნილი და მოხერხებული პლატფორმაა, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეშია მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ სკოლას აქტიური ურთიერთობა აქვს ადგილობრივ რესურსცენტრთან, საიდანაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დიდ მხარდაჭერასა და ყურადღებას გრძნობენ, თანამშრომლებსა და კათედრის წევრებს შორისაც კომუნიკაცია უკვე „თიმსით“ ხორციელდება. სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ასე დროულად და აქტიურად ჩაერთვებოდა სასკოლო საზოგადოება ონლაინსასკოლო ცხოვრებაში, ფაქტობრივად სხვა არჩევანი არც გვქონია.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქტიური მხარდაჭერისათვის ახალციხის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს, სკოლის ყველა პედაგოგს თავდაუზოგავი შრომისთვის და თითოეულ მშობელს აქტიური მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება