სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მენატრებით.... მენატრებით...“ - ჭოპორტის საჯარო სკოლის დირექტორმა, თინა ზაქაიძემ მოსწავლეთა მონატრება ემოციური ჩანახატით გამოხატა
27-04-2020
-
+


„მენატრებით.... მენატრებით...“ - დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის საჯარო სკოლის დირექტორ თინა ზაქაიძეს მოსწავლეების მონატრებამ ჩანახატი დააწერინა. დირექტორი ნაშრომში გადმოგვცემს თავის ემოციებს.

მენატრებით.... მენატრებით...

იმ იმედით ვიძინებ, სიზმარში მაინც გნახავთ. მენატრებით კუდრაჭებო, თქვენი ეშმაკურად მოციმციმე თვალები მენატრება - ათას მიზეზს რომ იგონებთ - დავალება სახლში დამრჩაო, გაკვეთილი კარგად ვერ ვისწავლეო, სტუმრები მოვიდნენო, კბილი მტკიოდაო, თავი მტკიოდაო...

სკოლის უზარმაზარი ეზო დაცარიელებულა, სპორტულ მოედნებზე ჟრიამული აღარ ისმის, დუმილი მეფობს ... სევდისმომგვრელი დუმილი...

ტელეფონის ხმა ისმის. უკვე ვიცი, რომელიმე მასწავლებელი თქვენ მონატრებაზე გაუთავებლად დამიწყებს საუბარს...

მეტი აღარ შემიძლია, ზარი უნდა დავრეკო, დიდხანს ვაგუგუნო, იქნებ დავმშვიდდე, იქნებ ბაშვებს მონატრების ხმა მივაწვდინო და გავახარო.

ზარი წკრიალებს, გეძახით თქვენ - ციცი, ანა, ლუკა, ელენე, გიორგი, ლიზი, სალომე, ნინო, ნიკა, მარი, ნინი, თოკა, ალე, მახო, საბა ...

მალე, მალე შევხვდებით, ისევ ახმაურდება სკოლის ეზო, უფალი დაგვიფარავს.

ჩვენთანაც მალე მოვა  გაზაფხული ...

ეხლა კი დავიძინებ, იქნებ სიზმარში გნახოთ და დავმშვიდდე.

თინა ზაქაიძე

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის

საჯარო სკოლის დირექტორი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებშ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება