სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დრო უნდა გამოვიყენოთ და ყოველი წუთი დავაფასოთ„- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ჩანახატს გვიზიარებს
27-04-2020
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-12 კალასის მოსწავლემ მარიამ ბერიანმა სკოლის მონატრება ემოციური ჩანახატით გამოხატა.

„რა მასწავლა სიჩუმემ“

ბოლოს როცა სკოლიდან გამოვედი არ მახსოვს რა ვიგრძენი, ალბათ უნდა მეგრძნო რაღაც ისეთი რაც მიმანიშნებდა, რომ იქ ვეღარ დავბრუნდებოდი მოსწავლის სტატუსით, მაგრამ მე ვერ ვიგრძენი ან არ დავაკვირდი. ჩვეულებრივ გამოვედი და დავტოვე იქაურობა. რას ვიფიქრებდი რომ... უკვე 64 დღე, 13 საათი და 15 წუთი გავიდა და ახლა ვგრძნობ, რაღაც უცნაური გრძნობაა, პირველად მოხდა ასე, რაც გავიგე, რომ სკოლა აღარ დამეწყება თითქოს ყველა გრძნობა გაქრა, არც გამიხარდა, არც მეწყინა, არც ავღელდი, უემოციო გავხდი. 5 საათია ჩემი „გონება დუმს“, ვფიქრობ რაღაცაზე და ვერ ვხვდები რა არის ეს? მხოლოდ სკოლის ეზო და ჩემი კლასი მიდგას წინ - ვდგავარ ჩემ კლასში ყველაფერი ძველებურადაა, ბავშვები დარბიან, ეზოში ჟრიამულია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში... ახლა იქ სიჩუმეა, დუმილი მეფობს ეს კი არ შეიძლება. ნეტავ ...ნეტავ კიდევ ერთი დღის გატარება შემეძლოს სკოლაში, ყოველ წუთს, ყოველ წამს გამოვიყენებდი, უამრავ მოგონებას დავაგროვებდი და მთელი ცხოვრება გულით ვატარებდი. კიდევ რამდენი რამე დამრჩა გასაკეთებელი, რამდენი მოგონებაა შესაგროვებელი მე კი დრო აღარ მაქვს ამისთვის. აი თურმე რა მასწავლა სიჩუმემ და მონატრებამ - „დროის ფასი“ - თურმე დრო უნდა გამოვიყენოთ და ყოველი წუთი დავაფასოთ. და ბოლოს, აი ახლაც ამის წერისას ისევ ის კითხვა მიტრიალებს თავში -როგორ ვერაფერი ვიგრძენი, როცა სკოლიდან გამოვდიოდი?! 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება