სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სად არის თქვენი ტექნოლოგიები? 2020 წელს მფრინავ მანქანებს იგონებდით, ახლა კი ხელის დაბანას სწავლობთ“-ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
27-04-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყარაჯალას საჯარო სკოლის XIIა კლასის მოსწავლე რამინ გაჯიევი მსოფლიოში კორონავირუსისგან შექმნილ მდგომარეობას საინტერესო ჩანახატს უძღვნის. მოსწავლის ნაშრომი საინტერესო და დამაფიქრებელია.

მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ

მონატრების ერთმა თვემ და სიჩუმემ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ამ ერთ თვეში მთელი მსოფლიო ჩუმად არის, ყველა თავის სახლშია. ყველამ რაღაც ისწავლა. მართალია, ეს ვირუსი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ ამ ვირუსს დადებითი მხარეც აქვს. ბუნებას ყველაზე მეტად, ყველაზე საშიში ცხოველი ადამიანი აზიანებდა. ახლა კი ყველა თავის სახლშია და ბუნებაც თავისუფალია ადამიანისგან. ბუნება ივითარებს თავს. ადამიანებო, ახლა მაინტერესებს სად გაქვთ ძალა, სად არის თქვენი ტექნოლოგიები? 2020 წელს მფრინავ მანქანებს იგონებდით ახლა კი ჯერ ხელის დაბანას სწავლობთ. სად არის თქვენი იარაღები, ატომური ბომბები? ნახეთ, ერთ პატარა ვირუსს როგორ ებრძვით და ვერაფერს იგონებთ მის თავიდან ასაცილებლად. ჩემი აზრით, ეს ღმერთის შეტყობინებაა. ამით გვაჩვენებს, რომ სიმდიდრე, ფული, ასეთი ყველაფერი უაზროა ამ ცხოვრებაში. ამ  ვირუსმა მდიდარი და ღარიბი არ იცის. ასევე ადამიანს აჩვენებს, რომ უპატივცემულობა, ძალადობა, უსამართლობა და ადამიანის განსხვავება რელიგიისა და ეროვნების მიხედვით მიუღებელია. გვაჩვენებს რომ ასეთი რაღაცებით არ უნდა ვიყოთ დაკავებული. ამ ვირუსმა კიდევ ადამიანებს სახლში ჯდომა, ოჯახთან დროის გატარება, მათი უფრო კარგად გაცნობა ასწავლა. ყველაფერი რამდენიც საჭიროა იმდენი უნდა დავხარჯოთ. აფრიკაში შიმშილით დახოცილი ბავშვები გაგვახსენა ამ ვირუსმა. თუ ჩვენ ამ ვირუსისგან ვიხოცებით, შიმშილი არ გვკლავს, მაგრამ ისინი შიმშილით იხოცებიან. ღმერთი იყოს ყველას მფარველი.

ახლა რაც შეეხება მონატრების 1 თვეს. ამ ერთ თვეში ყველაზე მეტად სკოლა და ჩემი კლასელები მომენატრა. სკოლა ძალიან მიყვარს, რადგან სკოლა ჩემი ცხოვრებაა. ჩვენ ერთად ბევრ რამეს ვსწავლობდით. კარგ დროს ვატარებდით. სკოლა ჩვენი პირველი წარმატების სახლია. ასეთ დამშვიდობებას არ ვისურვებდით. მე ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი სკოლა ასე არ დაგვტოვებს. ვიცი, რომ ბოლო ზარიც გვექნება და ყველაფერიც, ძალიან კარგი გეგმები გვქონდა ბოლო ზარისთვის, მაგრამ ჯერ სახლში უნდა ვიყოთ. ყველამ ყოველი წუთი ისე უნდა იცხოვროს როგორც მისი უკანასკნელი წუთები. სკოლაში ქართული ენის გაკვეთილზე როცა თემა ვწერეთ „ფული თუ სიყვარული“, მე ფულს ვირჩევდი, ფული უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი  ასეთი რამ თუ  მოხდებოდა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ამ სამყაროს სიყვარული უშველის...

სიყვარული, სიყვარული ისევ სიყვარული...

გაჯიევი რამინ

მე-12ა კლასი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება