სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩუმად შემოიპარა პრანჭია აპრილი და შორიდან მეკეკლუცება“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის სევდიანი გაზაფხული
24-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გვანცა ნოღაიდელი პანდემიით გამოწვეულ ვითარებას ჩანახატში გადმოსცემს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

გულს მტკენს ამ რთულ თემაზე საუბარი... დღეს მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, რომლის დასამარცხებელი გზა ექიმებზე გადის, ექიმები - სწორედ ისინი არიან ჩვენი დროის გმირები. ისინი დღე და ღამ ზრუნავენ ჩვენზე, გვაძლევენ რეკომენდაციებს და გვეუბნებიან დავრჩეთ სახლში, ამ სიტყვებს ადამიანების ნაწილი არ ითვალისწინებს, ეს დიდი უპასუხისმგებლობაა. ჩვენ სახლებში თბილად ვართ და კომფორტულ საწოლებზე გვძინავს, ექიმებს საავადმყოფოებში კი ცივ იატაკზე, მონატრებული ოჯახის ფიქრში 3-4 საათი სძინავთ, ამას ჩვენთვის აკეთებენ, ჩვენ კი არ ვაფასებთ მათ ამგვარ საქციელს, არ ვაფასებთ მათ სახეზე გაჩენილ იარებს, ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლაში, რომ მიიღეს... არ ვაფასებთ იმ  გამხნევებისთვის, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და სიცოცხლე გაიმარჯვებს.

მე მჯერა მათი, მჯერა რომ  ბუნებაში აკრძალვის გარეშე ისევ ვისეირნებთ ,მჯერა რომ მალე ვნახავ  მონატრებულ მეგობრებს  და  საყვარელ ადამიანებს. მჯერა, რომ სამყაროს მსგავსი მონსტრი ვეღარ დაუპირისპირდება.

კარანტინში მყოფმა ბევრი რამ გავაანალიზე,მივხვდი თუ რა ხდება ჩემს გარშემო. გამიჭირდა, მაგრამ არ ვწუწუნებ. უფრო გავძლიერდი, მეც ვცდილობ სხვების დამშვიდებას და გამხნევებას.  

ჩემს ლამაზ სოფელში კი ჩუმად შემოიპარა პრანჭია აპრილი, და შორიდან მეკეკლუცება. ირგვლივ ყველაფერი ძალიან ლამაზია ... ძალიან მინდა გარეთ ხეტიალი.
მაგრამ, არა გაისადაც მოვა აპრილი...
#დარჩისახლში

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით“

სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებითა და აქტიური ეკოსაქმიანობით გამოირჩევიან

ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება