სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეები გერმანულენოვან საერთაშორისო პროექტში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ 
20-10-2026
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივაში, წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ახლახან, მოსწავლეები ვიდეოპროექტში მიღწეული ბრწყინვალე შედეგებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

N21 საჯარო სკოლის მე-6 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ვიდეოპროექტში. კერძოდ, მე-6 კლასელებმა წარადგინეს ვიდეონამუშევარი - „ჩვენ ვირჩევთ გერმანულს“, მე-11 კლასელებმა კი -  ვიდეოპროექტი „გერმანიის ეროვნული დღესასწაული“.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით.

საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციამ მადლიერება გამოხატა, შეუქო შრომისმოყვარეობა და დააჯილდოვა ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის

დიდია გერმანულენოვანი საერთაშორისო პროექტის მნიშვნელობა. აძლიერებს ინტერესს უცხო ენებისას, უვითარებს ენობრივ უნარებს, უხსნის გზას ახალი კულტურული თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობებისაკენ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბავშვებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მუდმივად მხარში უდგანან თავიანთი შვილების განვითარებას!

დიდი მადლობა, მიღწევები და წარმატებები, საქმიან და მიზანდსახულ ქალბატონს, პედაგოგ მედეია რევიას გაწეული საქმიანობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტი გერმანიის საელჩოს ეგიდით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება