სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითოეული წუთი უნდა დავაფასოთ“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, ლინდა მესხიძის თვალით დანახული პანდემია
24-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ ლინდა მესხიძემ კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა. 

„რა მასწავლა სიჩუმემ“

არასდროს მინახავს სამყარო ასეთი წყნარი. დღევანდელი რეალობა ზღაპარს გავს, ზღაპარს სადაც ბოროტებასთან ბრძოლა დღითიდღე უფრო რთულდება. ერთადერთი გამოსავალი კი სახლში დარჩენა და ხვალინდელი დღის რწმენაა. უხილავმა მტერმა ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა და დღეს ჩვენ გვიჭირს იმ ახალ რეალობასთან შეგუება, რასაც არ ვართ მიჩვეულნი. ჩვენ გვეშინია, რომ პანდემიამ არ წაგვართვას ოჯახის წევრები და ახლობლები. ახლა მხოლოდ ექიმების იმედად დავრჩით, რომლებსაც შეიძლება XXI საუკუნის გმირები ვუწოდოთ. სამყაროში წარმოქმნილმა ახალმა პრობლემამ ნეგატიურთან ერთად დადებითი თვისებაც გამოიღო ეკოლოგიური თვალსაზრისით, მან დედამიწას ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

 გარეთ წვიმს... თითქოს ბუნებაც განიცდის მსოფლიოს პრობლემას... ქუჩები დაცარიელებულია... ახლა ჩემი სიჩუმე ყოველგვარ საზღვრებს ცდება, გარე სამყაროსთან მხოლოდ ერთი კედელი მაშორებს და ამ კედლის განგრევაც მხოლოდ იმიტომ არ შემიძლია, რომ პანდემია ჩემზე ძლიერია და მასთან გამკვლავება არ შემიძლია.

 სიჩუმემ მასწავლა ადამიანების გვერდში დგომა, მასწავლა თუ, რამდენად ძლიერია მონატრება, მასწავლა, რომ ძალა მართლაც ერთობაშია და ჩვენ ერთად დგომით დავამარცხებთ უხილავ მტერს. ჩემთვის დღემდე უცნობმა სევდამ შემომაწვა, გარეთ გასვლის სევდამ, მეგობრებთან ყოფნის სევდამ, მიჭირს ახალ ცხოვრების რიტმთან შეგუება. ახლა ყოველი ჩვენგანი გალიაში გამომწყვდეულ ფრინველებს ვგავართ, რომელიც დღედაღამ თავისუფლებას ნატრობს...

და ბოლოს მივხვდი, რომ თითოეული წუთი უნდა დავაფასოთ, რადგან შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს. ისე უნდა ვიცხოვროთ თითქოს უკანასკნელი დღე იყოს. დავეხმაროთ ერთმანეთს, გავცეთ სიკეთე, შეგვტკიოდეს ერთმანეთის ტკივილი, ვუთანაგრძნოთ, გვიყვარდეს და გამოვავლინოთ ყოველი ადამიანური გრძნობა.

მე მჯერა, რომ უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ისევ შევძლებთ ერთმანეთის ჩახუტებას, ერთმანეთთან სიახლოვეს, დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მთავარია გვწამდეს და წვიმიანი დღის შემდეგ ცაზე აუცილებლად გამოჩნდება შვიდფრად მოკაშკაშე ცისარტყელა.

                                                              ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ლინდა მესხიძე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს გერმანიის გაერთიანების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნახატებით, პოსტერებით, მაკეტებითა პრეზენტაციებით“

სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებითა და აქტიური ეკოსაქმიანობით გამოირჩევიან

ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება