სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეღვას N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ტუშა მჟავანაძის ჩანახატი: „სიჩუმემ მასწავლა სიყვარული, მოთმინება, უკეთ მოსმენა“
24-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ტუშა მჟავანაძე, კორონავისრუსის პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. ჩანაწერში პედაგოგი საკუთარ განცდებს გვიზიარებს და აღწერს, რა ასწავლა სიჩუმემ. მის ნამუშევას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


                                                         მონატრების ერთი თვე, რა მასწავლა სიჩუმემ

სუსტი არასოდეს ვყოფილვარ, ცხოვრებაში ბევრი გასაჭირი გამომივლია. ნათელიც და ხალისიანი დღეებიც მრავლად მქონია. იყო ომი, ამ ომის უშუალო მონაწილე არ ვყოფილვარ, მაგრამ მისი სიმძიმე ჩემს ყოველდღიურობაზე კრიალოსანის მარცვლებივით რჩებოდა, რადგან დიდი იყო შიში ოჯახის წევრების გამო. იყო სიღარიბე და შიმშილი, მაგრამ არ იყო სიჩუმე. რა მასწავლა სიჩუმემ?!. საკითხავია მართლაც. ფიქრი მასწავლა. ფიქრი, როგორ დავრჩე ადამიანად, პატივივცე კანონს და გავხდე მორჩილი მოქალაქე, რადგან ჩემი სიფრთხილით და სახლში ყოფნით გადავარჩენ სხვების სიცოცხლეს, გავუფრთხილდები ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს და რაც მთავარია ჩემს პატარა მოსწავლეებს, რომლებიც ახლა საკარანტინო ზონაში არიან და ყოველ დღე სიახლეს ელიან ჩემგან. ვიდეო ჩართვებში ვეფერებით ერთმანეთს, ჩვენს ფიქრებსა და განცდებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ისინი სულ ახლახანს ჩაებნენ სასკოლო ცხოვრებაში. სიჩუმემ მასწავლა სიყვარული, მოთმინება, უკეთ მოსმენა, მონატრება. და, კიდევ იცით რა მასწავლა სიჩუმემ? ლოცვა მასწავლა, გულწრფელი ლოცვა ცისა და მიწის, ქვესკნელისა და ზესკნელის. გადაივლის უჩინარ მტერთან ბრძოლის დღეები, ფანჯრის რაფიდან ჩუმად გაპარული გაზაფხული და დადგება მშვიდობიანი ხმაურიანი ზაფხული...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება