სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვლება'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
14-08-2017
-
+


''საშუალო საფეხურზე შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა'' - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა:

''საშუალო საფეხურზე შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა. კერძოდ, შინაარსობრივად პროგრამები განიტვირთება, მეტი აქცენტი პრაქტიკულ აქტივობებზე და საპროექტო სწავლებაზე გაკეთდება. გაჩნდება მეტი შესაძლებლობა ფორმალური გაკვეთილების არასაგაკვეთილო სივრცეში გადატანისა (ექსკურსიები მუზეუმებში, კვლევების ჩატარება ველზე); რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მისი შეფასება მოხდება მეტი და მრავალფეროვანი კრიტერიუმებით. მნიშვნელოვანია, რომ მის შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, სამინისტროს საკუთარი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შესთავაზონ.''- დასძინა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

იმისათვის რომ სასწავლო პროცესი აქტიური და საინტერესო გახდეს, ახალი სასწავლო წლიდან, სამინისტრო, საწყის ეტაპზე, მცირეკონტიგენტიან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშის შეტანას იწყებს, რაც მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას აუმაღლებს. გარდა ამისა, გაორმაგდება უკვე დანერგილი თავისუფალი გაკვეთილები, ხოლო ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებში, გაცილებით მეტი ბავშვი დაისვენებს.

საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ერთიანი სივრცე საექსკურსიო ადგილების შესახებ, რაც ერთის მხრივ მასწავლებლებს მისცემს საშუალებას უფრო ნაყოფიერად დაგეგმონ დრო, მეორეს მხრივ წაახალისებს სერვისის პროვაიდერებს. მნიშვნელოვანია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებისთვის თემატური ექსკურსიები სრულად იქნება დაფინანსებული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება