სიახლეები
პიროვნება

„თანახმა ვარ, სკოლაში ღამეები ვათენო, ოღონდ დავბრუნდეთ“ - ლენჯერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო გულედანი
28-04-2020
-
+


დედა დამსახურებული პედაგოგი იყო... სწორედ მისმა თავდადებამ შემაძლებინა, შემყვარებოდა ეს პროფესია,  - გაგვიმხილა საუბრის დასაწყისში პედაგოგმა ელისო გულედანმა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში ქართულს ასწავლის; თუმცა მანამ, სანამ მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნებული ქალბატონი ელისო ადგილს დაიმკვიდრებდა, ბევრ სირთულეს გაუძლო. პროფესიით რუსულის პედაგოგს, უჩივლეს კიდეც, ქართულს არაპროფესიონალი ასწავლისო... მაგრამ მან ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუძლო, დაამტკიცა, რომ  მასწავლებლადაა დაბადებული და საყვარელ საქმესაც ერთგულად ემსახურება.

ქალბატონი ელისო   Etaloni.ge- იმაზეც ესაუბრა, როგორ უმკლავდება ლენჯერის სკოლა არსებულ ვითარებას; გვიამბო, რა გზა განვლო დღემდე და ისიც დასძინა - სწორედ ბავშვებმა მასწავლეს, როგორ უნდა მიყვარდეს ისინიო.

- დღეს მსოფლიო არცთუ სახარბიელო რეალობის წინაშე აღმოჩნდა და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, თუმცა მახარებს, რომ საქართველოს უხილავ მტერთან ბრძოლაში გარკვეული შედეგი აქვს. რაც შეეხება ჩვენ სკოლას - ჩართულები ვართ დისტანციურ სწავლებაში და სიმართლე გითხრათ - ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ტრენინგებიც მქონდა გავლილი და გარკვეული გამოცდილებაც გამაჩნდა. თვითონ ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ დისტანციური გაკვეთილები.

- ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს?

- მათთან ტელეფონით ვურთიერთობთ, მშობლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების აქტივობებს და ახლა მიხვდნენ, რა დღეში ვყოფილვართ მასწავლებლები. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი, მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის.

- ასეთ დროს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თუ გრძნობთ მათ თანადგომას?

- ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისთვის ბევრ რამეს აკეთებს, არა მხოლოდ არსებულ ვითარებაში; მუდმივად ვგრძნობთ თანადგომას, განათლების სფეროს ძალიან ეხმარებიან, მუდმივ კონტაქტზე არიან ჩვენთან... ადგილობრივი რესურსცენტრი აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში და ეს ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, უმნიშვნელოვანესია.

- ბავშვებს მოსწონთ ონლაინ გაკვეთილები, სკოლა თუ ენატრებათ?

- რა თქმა უნდა მოსწონთ, ეს თაობა, მგონი, კომპიუტერისთვისაა დაბადებული, მაგრამ სკოლაც, უდავოდ, ენატრებათ. მეც ძალიან მენატრება იქაურობა - ადრე სულ ვამბობდი, ნეტა ორი-სამი დღე დამასვენა -თქო, ახლა კი, თანახმა ვარ, იქ ღამეები ვათენო, ოღონდ დავბრუნდეთ. იძულებითი ყველაფერი ცუდია, არამცთუ მხოლოდ არდადეგები.

- გიყვართ თქვენი პროფესია, ასეა?

- დედა მყავდა უძლიერესი პედაგოგი და მისმა სიყვარულმა შემაძლებინა ეს ყველაფერი.  დავამთავრე ქუთაისის პედაგოგიური უნივერსიტეტი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს - რუსული ფილოლოგიის განხრით; იმ პერიოდში ჩემ სკოლაში ორი უძლიერესი პედაგოგი ასწავლიდა რუსულს და ასე ვთქვათ, არც მიცდია, საათების აღება. მოგვიანებით,  დედამ დამითმო ერთი კლასი, რომელსაც ქართულს ვასწავლიდი. შემდეგ გავიარე უამრავი ტრენინგი...

- რთული არ იყო მშობლის კოლეგობა, ქალბატონო ელისო?

- რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ იმდენად ახლობლური, ოჯახური გარემო დამხვდა მშობლიურ სკოლაში, რომ ადაპტაცია არ გამჭირვებია. ყველანაირად მხარში მედგნენ, ხელს მიწყობდნენ. მოგვიანებით, მეათეკლასელებთან მომიწია შესვლა, შემდეგ - დაწყებითების პედაგოგი გახდა ცუდად და მე უნდა შემეცვალა... აქ კი გაუჭირდათ ჩემი დათანხმება, მაგრამ სხვა გზა არ იყო - სკოლას ასე სჭირდებოდა. მერე განათლების განყოფილებაში გაიგზავნა საჩივარი - ჩვენ შვილებს ქართულს არასპეციალისტი ასწავლისო. მესწრებოდნენ გაკვეთილებზე, მამოწმებდნენ...

- მორალურად როგორ გაუძელით ამ ყველაფერს?

- ძალიან რთულია, მორალურად დარჩე ძლიერი ამ ფონზე, მაგრამ ეს საკუთარი პროფესიისა და პირველ რიგში, ბავშვების სიყვარულმა შემაძლებინა - თითოეული ბავშვი არის პიროვნება და მათ ბევრი რამ, პირველ რიგში კი ის მასწავლეს - როგორ უნდა მიყვარდეს ისინი, თუ მინდა, რომ კარგი მასწავლებელი ვიყო



- როგორ უნდა უყვარდეს მასწავლებელს ბავშვები, ქალბატონო ელისო?

- განსაკუთრებული სიყვარულია ეს, შვილები მყავს, მაგრამ ამ პატარებს სულ სხვა ადგილი უკავიათ ჩემს გულში. ისინი არიან ლაღები, ბუნებრივები, გულწრფელები...

- როგორც ვიცი, ახლა, ქართულთან ერთად, რუსულსაც ასწავლით,  რა დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ამ ენის მიმართ?

- არ უყვართ, რადგან ჰგონიათ, რომ არ სჭირდებათ. მე კი ვცდილობ, რუსული ლიტერატურით მაინც დავაინტერესო, თუმცა ცდილობენ, ისწავლონ ჩემი სიყვარულით თუ რიდით...

- ქართული ენა და ლიტერატურა თუ უყვართ თქვენს მოსწავლეებს?

- უყვართ და კარგადაც იციან გრამატიკა. ვერ გეტყვით, როგორ ვახერხებ, მაგრამ შედეგი ნამდვილად მაქვს - ჩემი მეოთხეკლასელები თამამად შემიძლია მერვეკლასელებს შევაჯიბრო.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტი და ქიმიის საკითხები ცნობილია

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ! - კიდევ 3 საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

მასწავლებლის სახლი პედაგოგების შერჩევას იწყებს - პასუხი 27 ივლისამდე გეცნობებათ

2025 საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა - მასწავლებლის გამოცდა

სავალდებულო საგნის სწავლის წესი აგვისტოს ბოლომდე შემუშავდება - შექმნილია კომისია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება