სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახსოვდეთ! დედამიწა გვჭირდება ჩვენ!“ - დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის ჩანახატი
23-04-2020
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ანანო კაზეიშვილი პანდემიით შეცვლილი ცხოვრების შესახებ საკუთარ ჩანაწერში წერს. მოსწავლე მოქალქეებს მოუწოდებს ეს დრო ფიქრისთვის გამოიყენონ და რეალობა მიიღონ, როგორც დედამიწის დასვენების დრო. 


„უკვე მერამდენე დღეა ვცდილობ დავწერო, ხელები თითქოს არ მემორჩილება, არვიცი საითკენ წავიყვანო მსჯელობა. ვთქვა, რომ ეს ყველაფერი კატასტროფაა, როგორ რეალობასაც ახლა ვიმკით თუ პირიქით კარგია.  

ფაქტი ერთია, უკვე მერამდენე დღეა გამეფებულ სიჩუმეში ვცხოვრობ, არა მარტო მე, მთელი მსოფლიო. ყველა.   

მარტო კი არ ვცხოვრობ, ვფიქრობ, ოღონდ ამჯერად ბევრად მეტს და განსხვავებულად ვიდრე ადრე.  

Ზოგი ღამურას აბრალებს, არიან ისეთები ვინც ყველაფერს კონკრეტული ქვეყნის მთავრობას მიაწერენ. არა! ერთხელ, ახლა მაინც ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს. აწმყო, რომელიც მივიღეთ ჩვენი დამსახურებაა, თითოეული ჩვენგანის! ახლა, როცა ასე დიდი დრო გვაქვს ფიქრისთვის, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მივიდეთ დასკვნამდე, რომ დედამიწა ვეღარ გვიძლებს. 

იქნებ, არა აუცილებლად, უთუოდ დროა შევიცვალოთ. დროა ჩვენი მომავალი შევცვალოთ.  

ყველაფრის დამთავრების შემდეგ, ცხოვრება კი არ უნდა გავაგრძელოთ, არამედ ახალი, სუფთა ფურცლიდან, წმინდა დედამიწიდან დავიწყოთ. 

გახსოვდეთ, სულ მალე გავიღვიძებთ და შევამჩნევთ, რომ გაზაფხულის ნელ-თბილი ამინდები ზაფხულის მცხუნვარე მზემ ჩაანაცვა, ნეგატიური ინფორმაციით დაწყებული საინფორმაციო გამოშვება, სასიამოვნო ინფორმაციით ჩანაცვლდება “მსოფლიომ გაიმარჯვა”. 

მანამდე? ასე უბრალოდ ვისხდეთ სახლებში! Როგორი მარტივია არა ერთმანეთის გადარჩენა?! თუ მოიწყენთ, წამით მაინც მოგაწვებათ სევდა, გაიხედეთ სარკმლიდან, დაინახეთ სუფთა დედამიწა. დაფიქრდით როგორ ისვენებს იგი ჩვენგან, უამრავი პოლიეთილენის პარკისა და შავი გამონაბოლქვისგან, რომელიც არა მარტო მას, ჩვენც გვაზიანებს. 

დაფიქრდი ნუთუ არ გვიღირს ამ ერთხელ ჩვენი დაბადების დღეები დავივიწყოთ და დედამიწის დღეებს დავუთმოთ ასპარეზი. 

გახსოვდეთ! დედამიწა გვჭირდება ჩვენ!“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება