სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგია დროებით განშორება, რომ მიხვდე ყველას ფასს“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლის ანი თათელაძის ჩანახატი
23-04-2020
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ანი თათელაძე პანდემიისგან შექმნილ მდგომარეობას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლე თავის მონატრების და ემოციების შესახებ საუბრობს.

მონატრების ერთი თვე

ახლა დავფიქრდი სევდიან განწყობაზე ვარ თუ პირიქით...ალბათ, სევდიანზე, რადგან თქვენზე დავიწყე წერა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ახლა ფაქტი მხოლოდ ერთია.

მე თქვენ მენატრებით.

მივხვდი, რომ როცა გიყვარს, ხშირად უნდა უთხრა ეს ადამიანებს, მეტი სიყვარული უნდა გასცე. მათ უნდა აგრძნობინო, რომ შენთვის მნიშვნელოვანია. საინტერესოა, ამ ჩანახატში ვინ ამოიცნობს საკუთარ თავს? არ ვიცი, ძნელია წინასწარ გამოცნობა, თუმცა დაახლოებით ვხვდები ღიმილიან საახეებს. სიყვარულის ღიმილს ვხვდები, როცა ყველას ამოუტივტივდება თავში ერთად გატარებული დღეები. ხშირად მინდოდა ბევრ ადამიანთან დავმჯდარიყავი და მეკითხა:

- გახსოვს?

ხოდა, ახლა გეკითხებით, მინდა ყველას კადრებად ამოგიტივტივდეთ ჩვენი ერთად გატარებული დრო. მინდა ყველას ისევე გახსოვდეთ ჩვენი მეგობრობის ყოველი წამი, როგორც მე.

კარგია დროებით განშორება, რომ მიხვდე ყველას ფასს. ყველაფერი იყო და ძნელია ამის გახსენება, რომ ახლა ერთმანეთთან ვერ მივდივართ, ერთად სისულელეებზე ვერ ვიცინით, ჩემი დაქალი სიცილისგან აღარ ტირის. ცუდია და ძნელია მონატრება, სიცარიელის გრძნობა.

იმედია ყველაფერი უკეთ იქნება.

აი, რა გვასწავლა სიჩუმემ.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება