სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიჭირს დღევანდელ რეალობასთან შეგუება“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის თემა - „რა მასწავლა სიჩუმემ“
23-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ანა ტაკიძის ჩანახატს წერს თემაზე - „რა მასწავლა სიჩუმემ“. მოსწავლე ნამუშევარში საკუთარ განცდებს და ექიმების დიდ წვლილზე საუბრობს:


რა მასწავლა სიჩუმემ...

როგორც მჩვევია ხოლმე მძიმე და ტრაგიკულ თემებზე წერა არ მიყვარს, მაგრამ დღევანდელი სამყაროს მდგომარეობა იძულებულს მხდის... როგორც ჩვენთვის ცნობილია სამყარო ებრძვის უხილავ მტერს, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა და რომელმაც სამყაროს ფერადი ფერები მუქი ფერებით ჩაანაცვლა.მიჭირს დღევანდელ რეალობასთან შეგუება, მიჭირს იმის გააზრება თუ რა ხდება ჩემს გარშემო,რადგან ამ ყველაფერს მიჩვეული არ ვარ და საერთოდ არავინაა ამას მიჩვეული.

მე რომელსაც არ მიყვარდა ტელევიზორის ყურება და საინფორმაციო გადაცემების მოსმენა, დღეს გაფაციცებით ვგებულობ ახალ ამბებს და ყოველთვის მაქვს იმედი, რომ რაღაც კარგი გაიჟღერებს,რაღა თქმა უნდა ცუდთან ერთად...მინდა ადამიანები გავამხნევო, ვუთხრა და დავაიმედო,რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამის სურვილი დღითიდღე უფრო და უფრო იმატებს ჩემში.მეშინია ყველაფრის რაც გარშემო ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაივლის და ყველაფერი კარგად  იქნება...ამ ყველაფერმა ჩვენზე უარყოფითად იმოქმდება, მაგრამ ამავდროულად ბევრი რამ გვასწავლა,მაგალითად ადამიანებს ერთმანეთის გვერდში დგომა გვასწავლა, ერთმანეთის გამხნევება გვასწავლა...ჩვენ, ადამიანებს სამყაროსთვის მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია,დავრჩეთ სახლში და ვილოცოთ, რომ ყველაფერი მალე და მშვიდობიანად დამთავრდეს.

სიჩუმეს მივეჩვიე,რამაც ბევრ რამეზე დამაფიქრა...დამაფიქრა ყველაფერზე რაც კი ჩემს გარშემო ხდება,ვისწავლე იმ ადამიანის დაფასება, რომლებისაც პატარაობაში მეშინოდა...ხოო  ექიმებს ვგულიხსმობ, მათი იმიტომ არ მეშინოდა,რომ მართლაც საშიშები იყვნენ, უბრალოდ სანამ გავიზრდებით ყველა პატარას ეშინია მათი,რა თქმა უნდა მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ,მაგრამ როცა გავაანალიზე თუ რამხელა საქმეს აკეთებენ ისინი ჩვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ჩვენი გადარჩენისთვის მივხვდი, რომ ისინი ყველაზე დასაფასებელნი არიან.უკვე რამდენი ხანია მათ თავიანთი შვილები, ახლობლები, ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები არ უნახავთ,უფრო მეტიც ისინი საფრთხეში იგდებენ თავიანთ თავებს იმისთვის,რომ ჩვენი სიცოცხლე იხსნან... 

როცა ვფიქრდები ვერ ვხვდები,რატომ არ ვითვალისწინებთ ადამიანები იმას,რაც მნიშვნელოვანია ჩვენი და გარშემო მყოფების ჯანმრთელობისთვის,რომ უნდა დავრჩეთ სახლში და რომ უნდა მოვერიდოთ ხალმხრავალ ადგილებს. ადამაინებზე ვბრაზდები მხოლოდ,მხოლოდ მათზე რადგან მათი   უპასუხისმგებლობის გამო ვართ დღეს ასეთ მდგომარეობაში...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება