სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''სკოლაში ახალი პედაგოგის შესვლა ნიშნავს, რომ ვიღაცას საათები დააკლდება'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
11-08-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. 

როგორც განათლების მინისტრი აღნიშნავს, გამოცდაზე დარეგისტრირებულ პედაგოგთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა: 

''ძალიან მიხარია, რომ გამოცდებზე დარეგისტრირებულ პედაგოგთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ამოვიღეთ ე.წ ''მუქარა''. იმ პედაგოგების რადენობა, რომლებიც აქტიურად სწავლობენ საგანს და ეზადებიან გამოცდებისთვის გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის მათი კვალიფიკაციისა და მოტივაციისთვის და საბოლოო ჯამში, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისთვის.  მასწავლებლებს ვაძლევთ საშუალებას ტრენინგების დახმარებით აიმაღლონ კვალიფიკაცია და ჩააბარონ გამოცდები.   

ჩვენი ახალი სქემა სწორედ მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებისთვის იყო განკუთვნილი და ეს აისახა კვლევის შედეგებში. კვლევებში მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი. თუ მასწავლებელს ექნება მოტივაცია, ეს მათ განვითარების და უფრო აქტიურად ყოფნის საშუალებას მისცემს. 

ჩვენ გვინდა სკოლებში ახალი პედაგოგები შევიდნენ. სკოლებში საათების განაწილება ძალიან მნიშვნელობანია და ახალი პედაგოგის შესვლა კი ნიშნავს, რომ ვიღაცას საათები დააკლდება. ეს კი ახალი პედაგოგების სკოლაში შესვლას უშლის ხელს. ამიტომ ვცდილობთ, მათ ვინც ახალი დამთავრებული აქვთ პედაგოგიური ფაკულტეტი იმ სკოლებში გავუშვათ სამუშაოდ, სადაც პედაგოგების დეფიციტია, განსაკუთრებით სოფლისა და ეროვნული უმცირესობების სკოლებში. 

სკოლებში უფროსი და დამწყები პედაგოგები ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს. 

მასწავლებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამოცდილება. შესაბამისად, გამოცდილება თუ არ აქვს, მას უჭირს სკოლაში მოხვედრა. სკოლაში თუ არ მოხვდა დამწყები მასწავლებელი, ისე როგორ დააგროვებს გამოცდილებას. ამიტომ დამწყებ პედაგოგებს, ვისაც მაღალი შედეგები ექნებათ, უნდა მივცეთ საშუალება სკოლებში შევიდნენ.'' - დასძინა ალექსანდრე ჯეჯელავამ.     


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება