სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი პროგრამები ამოქმედდება
10-08-2017
-
+


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ დირექტორმა მაგდა მაღრაძემ დღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი, თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მოდულური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. 

ახალი პროგრამები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოებსა და საავიაციო ქარხნებში.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, თვითმფრინავებსა და ავიასიმულატორებს ახალი ტექნიკაც შეემატება, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით საავიაციო უნივერსიტეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ანგარი აქვს, სადაც განთავსდა ტექნიკური მომსახურების სასწავლო ბაზისა და პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი ბოინგ-737 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასევე უნივერსიტეტის მფლობელობაშია და არის უნიკალური შესაძლებლობა მომავალმა მფრინავებმა პრაქტიკული მეცადინეობა რამდენიმე მიმართულებით გაიარონ, რაც საერთაშორისო საფრენოსნო კონვენციის მოთხოვნებს მთლიანად დააკმაყოფილებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება