სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში სწავლა 22 მაისამდე არ დაიწყება - მთავარობა ახალ გადაწყვეტილებას იღებს
21-04-2020
-
+



საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ბრძანება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა. 

„ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა, სკოლებში სასწავლო პროცესი მინიმუმ 22 მაისამდე გადაიდება. ოფიციალურად კი სასწავლო პროცესი 21 აპრილამდეა შეწყვეტილი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება