სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობთ ბავშვებზე არ აისახოს ეს ყველაფერი, პატარები ხომ უფრო მძაფრად აღიქვამენ სიტუაციას“ - თბილისის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
21-04-2020
-
+


„ძალიან მოგვენატრეთ, როდის დავბრუნდებით სკოლაში?“ - ასე სრულდება N11 საჯარო სკოლის მოსწავლეების დავალებები, რომლებსაც ისინი პედაგოგებს უგზავნიან. თუმცა ეს ის კითხვაა, რომელზეც დირექტორს, ნინო ჯაბანიშვილს, სამწუხაროდ, პასუხი არ აქვს; მანამ, სანამ ქვეყანა პანდემიას ებრძვის და დისტანციური სწავლებაც აქტიურად მიმდინარეობს, ქალბატონი ნინო, როგორც Etaloni.ge-ს თავად გაუმხილა, კოლეგებთან ერთად ცდილობს, სკოლამ ღირსეულად შეასრულოს სასწავლო გეგმა. სკოლის დირექტორი საკმაოდ ახალგაზრდა - 22 წლის ასაკში გახდა და მას შემდეგ, უკვე 18 წელია საყვარელ საქმეს ემსახურება. სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის, ეს ყველაფერი კი ერთმა ფაქტორმა განაპირობა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე, პრაქტიკები სკოლაში ჰქონდათ. პირველი გაკვეთილი პომპეუსის ლაშქრობა იყო საქართველოში და მაშინ, როგორც მსახიობები სცენის მტვრით, მე ბავშვების სიყვარულით „მოვიწამლეო“, - მითხრა. ასე აღმოჩნდა სკოლაში და მას შემდეგ ყოველდღიურად ზრუნავს მომავალი თაობების განათლებაზე. ინტერვიუ კი დღეისთვის აქტუალური საკითხით - ონალინ-სწავლებით და იმ გამოწვევებით დავიწყეთ, რომლის წინაშეც ქართული საგანმანათლებლო სისტემა და მათ შორის, თბილისის N11 საჯარო სკოლა აღმოჩნდა.

- მსოფლიო გადასულია დისტანციურ სწავლებაზე და ჩვენც მოგვიწია ახალ გამოწვევაში მონაწილეობამ; სკოლა გადავიდა ახალ პლატფორმაზე, ღირსეულად დავძლიეთ ტექნოლოგიური სირთულეები  და უკვე აქტიურად ვართ ჩართულები... მე ვასწავლი ისტორიას და სამოქალაქო განათლებას და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან წესრიგია.  54 კლასი 5-მა ადამიანმა გავინაწილეთ  და საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარებით პედაგოგებს. მაქსიმალური ჩართულობით ვცდილობთ, ხარისხიანად ვასწავლოთ დისტანციურად, ცხრილიც მოვარგეთ  ტელეგაკვეთილებს და გვაქვს ძალიან კარგი უკუკავშირი

რაც შეეხება მორალურ მხარდაჭერას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ასეა თუ ისე, სტრესულ გარემოში ვიმყოფებით; ხშირად ვატარებთ ონლაინ-შეხვედრებს, მინი-თათბირებს, ვცდილობთ, მხნედ იყვნენ მასწავლებლები. რათა ბავშვებზე არ აისახოს ეს ყველაფერი,პატარები ხომ უფრო მძაფრად აღიქვამენ არსებულ სიტუაციას.

ასეთ ვითრებაში კი შეუძლებელია არ აღვნიშნო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს როლი - წიგნიერების დღისთვის გარკვეული მასალები ჩვენი სკოლის მხრიდანაც იქნა შედგენილი, საშუალო საფეხურის მასწავლებლის მიერ კითხვები მომზადდა და თამამად შემიძლია თქმა, რომ ამ ეტაპზე „ეტალონი“ და Izrune.ge ძალიან დაეხმარა ჩვენ მოსწავლეებს. ბავშვებს ამ პროექტებში ჩართულობამ, სხვა უამრავ დადებითთან ერთად, მისცა გამოცდილება, რომ ონლაინ-სწავლებისთვის მალე აეწყოთ ფეხი. მათ უკვე ჰქონდათ გამოცდილება, ელექტრონულად როგორ ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში. ახლა კი მეტად გააქტიურდნენ, განსაკუთრებით დაწყებითებში...  მადლობა, „ეტალონს“, თავიდანვე რომ დაიჭირა თადარიგი დისტანციური სწავლების კუთხთ; მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მომავალი თაობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებისთვის, რომელსაც, იმედია, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი დაემატება.

- ქალბატონო ნინო, სწავლის ხარისხს როგორ ამოწმებთ?

- შემოვიფარგებლით განმავითარებელი შეფასებით, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვები მეტად არიან გააქტიურებულები; ძალიან მოსწონთ და ჩვენც ვცდილობთ, გაკვეთილები რუტინული კი არა, მეტად სახალისო და საინტერესო იყოს.  შესაბამისად, ვითხოვ უკუკავშირსაც, ვამოწმებთ მათ აქტიურობას და გვინდა, არა მხოლოდ დავასრულოთ სასწავლო წელი, არამედ ამ ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდეთ.



- თუმცა, არსებული ვითარების ფონზე, დაცარიელებული სკოლის აღქმა თქვენთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, ალბათ ადვილი არაა?

- 22 წლიდან სკოლის დირექტორი ვარ და ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობაა ბავშვების უსაფრთხოება. რთულია, დაცარიელებული სკოლის ხილვა...

- ონლაინ-გაკვეთლები თუ გეხმარებათ, გაუძლოთ მონატრებას?

- როდესაც ყოველდღე, აქტიურად ხარ სკოლაში, ხვდები მოსწავლეებს, ეფერები და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს  ურთიერთობები ეკრანებით უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ, ბუნებრივია, რთულია; დაგეგმილი გაკვეთილების მიღმა, ხშირად გვაქვს ვიდეოჩართვები, სოციალური ქსელით ვურთიერთობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ის ემოცია არ არის.

- ბავშვებსაც მოენატრათ, ხომ, სკოლა?

- თუ ვიმსჯელებთ მათი ემოციებითა და გამოხმაურებით, ნამდვილად ასეა - ძალიან მოგვენატრეთ, როდის დავბრუნდებითო, გვწერენ. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ გვქვს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ რაც დღეს ხდება, დადებითი მხარეც აქვს - ადამიანებმა დავინახეთ, რომ მთავარია ჯანმრთელობა, სიკეთე, სიყვარული... თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი და არ ვაფასებდით.

- მოსწავლეებთან ურთიერთობა ახსენეთ, მკაცრი არ ხართ?

- 18 წელია სკოლის დირექტორი ვარ, გამოცდილებაც დიდი მაქვს და  ჩემთვის, სიმკაცრე არ არის მნიშვნელოვანი; მთავარია სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება; ვცდილობ, ჩემ კოლეგებთან დადებითი, ჯანსაღი ატმოსფერო იყოს, გუნდურად ვმუშაობთ, სხვის აზრს პატივს ვცემ და კომპრომისზეც წავსულვარ... იცით, მკაცრი მმართველობა ძალიან მარტივია - შეიძლება, მუშტი აბრახუნო მოსწავლესთან და ეს იმ მომენტში შედეგზე იყოს გათვლილი, მაგრამ როცა ბავშვი უფროსისგან სითბოსა და სიყვარულს გრძნობს, ორმაგად გიბრუნებს უკან. როგორ უნდა დაიჭიროს დისტანცია მასწავლებელმა ან დირექტორმა პატარასთან, რომელიც ეფერება?!  ვცდილობ,  ჩემ სკოლაში იყოს დადებით განწყობა, როცა მასწავლებელი ბედნიერი, გახარებული, აღიარებულია, ის გალაღებული შედის გაკვეთილზე და ეს ეფექტურად აისახება თითოეულ მოსწავლეზე. ვცდილობ, ისეთი დირექტორი ვიყო, როგორზეც მიოცნებია.

-  ბავშვობაში დირექტორობაზე თუ გიოცნებიათ?

- არა, მართალია, მეც ვთამაშობდი მასწავლებლობანას, მქონდა საკლასო ოთახი და მყავდა მოსწავლეები, მაგრამ უფრო ხელოვნებისკენ მქონდა აღებული გეზი; შემდეგ, აზრი შემაცვლევინეს და წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. პრაქტიკები სკოლაში უნდა გაგვევლო და პირველი გაკვეთილი იყო - პოპმპეუსის ლაშქრობა საქართველოში. ახლაც მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბავშვები ძალიან მიყვარდა. ამ სიყვარულმა განაპირობა პროფესიის არჩევანიც და პატარები ამოსავალი წერტილია ჩემ ცხოვრებაში.



- როგორც ვიცი, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლით. პედაგოგი რომ არ იყოთ, ფიქრობთ, კარგი დირექტორი იქნებოდით?

- დირექტორი კარგი მენეჯერი უნდა იყოს, რათა სწორად გადაანაწილოს ყველა რესურსი, თუმცა იმავდროულად, პედაგოგიური თუ არა, სკოლაში მუშაობის გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს - ეს ჩემი, სუბიქტური აზრია. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ პედაგოგს დახმარება თუ დასჭირდება, ზუსტი პასუხი ჰქონდეს ხელმძღვანელს, განსაზღვროს მასწავლებლის მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი, იპოვოს ოქროს შუალედი, შეძლოს კადრის მოძიება, შენარჩუნება და მუდმივი ზრდის ხელშეწყობა.  სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და დირექტორმა უნდა იცოდეს, რა არის ის 45 წუთი გაკვეთილზე.

-  ასეთ დროს, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა, დირექტორს გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული ან პედაგოგს თუ სჭირდება კომპეტენციის დადასტურება?

- მე, 2007 და 2014 წლებში ჩაბარებული მაქვს გამოცდები და დამატებითი გამოცდების საჭიროებას ასეთ შემთვევაში, ვერ ვხედავ; თუმცა რაც შეეხება დირექტორობის მსურველებს - ვფიქირობ, მათთვის გამოცდა უნდა იყოს, რადგან კანონმდებლობაზე, სასწავლო გეგმაზე წარმოდგენა ჰქონდეთ.

რაც შეეხება მასწავლებელს, ბუნებრივია, ყველა ადამიანი უნდა იზრდებოდეს - დიპლომის აღება არ ნიშნავს, რომ აღარ ვისწავლო. დრო იცვლება, გვყავს 21-ე საუკუნის არაჩვეულებრივი, განვითარებული თაობა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ. სხვა შემთვევაში გაგვიჭირდება ჯანსაღი კომუნიკაცია ბავშვებთან.

ჩემ დროს, ბავშვებს თუკი რაიმე კითხვა გვქონდა, მასწავლებელთან მივდიოდით;  დღეს კი ბავშვს ყველაფერი აქვს, ნებისმიერ კითხვაზე თავადვე მიიღოს პასუხი და ვფიქრობ, მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს მასწავლებელიცა და დირექტორიც, რომ ახლანდელი თაობისთვის მისაბაძი და დასაფასებელი გახდეს. 


კომენტარები


სკოლები
მუზეუმმა მოსწავლეთა ნამუშევრები თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა
მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
სიახლეები
კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა
etaloni.ge-სთვის საგანმანათლებლო სფეროს რამდენიმე წარმომადგენლისგან კულუარულად გახდა ცნობილი
სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს
შეეძლებათ თუ არა სკოლებს ექსკურსიების მოწყობა დაშვებული რეგულაციების ფარგლებში და რა თქმა, მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით?
საინტერესო
აქტივობები განსაკუთრებით საინტერესო იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის
პირბადეები პირველ რიგში უნდა ატარონ ინფიცირებულმა ადამიანებმა ან მედპერსონალმა
პიროვნება
„შეიძლება, ჩვეულებრივმა მოკვდავმა ერთი ფრაზით გადმოგვცეს მსოფლიო მოვლენის ტოლფასი სათქმელი“
„რთულია, მორალურად დარჩე ძლიერი ამ ფონზე, მაგრამ ეს საკუთარი პროფესიისა და ბავშვების სიყვარულმა შემაძლებინა“
ეტალონი
შოუ-კონკურსს პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა
Etaloni.ge-ს ცნობადობის და ეფექტიანობის კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩატარდა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფი-მა (PRCG) განახორციელა
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება