სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა
08-08-2017
-
+


2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეები ზუსტად 9 წლის წინ 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალის მხრიდან ჭურვები ისროლეს. 

აქტიური საბრძოლო მოქმედებები კი 8 აგვისტოდან დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. 

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად ითვლება 23 ჯარისკაცი. სახლი დატოვა, თითქმის, 150 ათასმა ადამიანმა. მათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილად ითვლება. 

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლით დაწყებული ომი საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით და რამდენიმე კვირაში კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება