სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასუნთქი სისტემის დაავადებები“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
16-04-2020
-
+


„სასუნთქი სისტემის  დაავადებები“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.

მოსწავლეები აქტიურად არიან დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართულნი და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ გაკვეთილს.

„მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადაგები და დისტანციურად ჩატარებული გაკვეთილების ფორმატი ისევ გახანგრძლივდა, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სახით წარმართულ სასწავლო პროცესს და სხვადასხვა სახის დავალებებსაც ხალისით ასრულებენ.

უკვე კარგა ხანია კაცობრიობის ცნობიერი, ნაწილი  დედამიწაზე ასე უეცრად გამოცხადებულ ვერაგ,  „უჩინარ მტერს“ ებრძვის, რომელიც უსწრაფესად  ვრცელდება და ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს შორის, ხელიდან ხელში გადაცემული მიკროსკოპული ნაწილაკების შტამს - COVID-19- ს წარმოადგენს, და მისი  ძირითადი  სამიზნე ადამიანის რესპირატორული სისტემაა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის X კლასის  მოსწავლეები  განსაკუთრებული  ინტერესით მოეკიდნენ ამ სისტემის შესწავლას, მასალის შესწავლის დასრულებისას  ჯგუფებმა შექმნეს და  წარმოადგინეს საკმაოდ  საინტერესო პრეზენტაციები - სასუნთქი სისტემის ორგანოების სხვადასხვა დაავადებებზე და მათ  გამომწვევ მიზეზებზე, იმსჯელეს პრევენციის გზებზე. მათგან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ნინო  იობიძისა და რუსუდან ლორთქიფანიძის პრეზენტაციებმა.

კვლავაც  წარმატებები გვინდა გისურვოთ ჩვენო გონიერო და ნიჭიერო ბავშვებო!

გვწამს და გვჯერა უფლის შემწეობით მოკლე დროში დავამარცხებთ ამ  ვერაგ ვირუსს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდებით ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს!

     # ჩვენამასშევძლებთ
     # ჩვენ დავამარცხებთ COVID-19- ს
     #ჩვენვრჩებითსახლში
     #საბოლოოსიტყვასღმერთიიტყვის“, - აღნიშნულია გიმნაზიის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჭიათურის N2 საჯარო სკოლისთვის „ჭიათურობაში“ მონაწილეობა მრავალწლიანი ტრადიცია“

მათი მიზანი იყო შეგროვებული თანხით სკოლისთვის შეეძინათ საჭირო სასკოლო ნივთები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება